ლალი დათეშიძე
პლევრის ემპიემა – ჩირქის დაგროვება პლევრის ღრუში ფილტვის ქსოვილის მეორადი კომპრესიით. ინფექციის გავრცელების პირდაპირი გზებია: ფილტვის ტრავმა, გულმკერდის კედლის ჭრილობა, საყლაპავის გაგლეჯა (პოსტტრავმული ემპიემა), პნევმონია, ტუბერკულოზი, ფილტვის აბსცესი ან განგრენა, ბრონქოექტაზები, ფილტვის რეზექცია, პნევმოთორაქსი. განსაკუთრებით ხშირია პარა- და მეტაპნევმონიური ემპიემები. ინფექციის გავრცელების არაპირდაპირი გზებია: დიაფრაგმისქვეშა აბსცესი, მწვავე პანკრეატიტი, ღვიძლის აბსცესი, გულმკერდის რბილი ქსოვილებისა და ძვლოვანი ჩონჩხის ანთება. გამომწვევებია: სტაფილოკოკები, პნევმოკოკები, ანაერობები (ლურჯი ჩირქის ჩხირი). ანთების შედეგად წარმოიქმნება პლევრის ფურცლების ჰიპერემია და ლეიკოციტური ინფილტრაცია, შემდგომში წარმოიქმნება ფიბრინის ნადები, რომელიც კლინიკურად ვლინდება პლევრის ხახუნითა და ტკივილებით; სითხის შემდგომი დაგროვებისას პლევრის ღრუში ხახუნი და ტკივილები გაივლის. თანდათანობით პლევრის ფურცლები სქელდება, წარმოიქმნება შვარტები.
გართულებები: პერფორაცია შიგნით და ბრონქულ-პლევრული ფისტულის წარმოქმნა, იშვიათად გარეთ, ნეკნთაშუა შუალედებიდან და ჩირქის დაგროვება გულმკერდის რბილ ქსოვილებში (empyema necessitatis), სეპტიკოპიემია.
სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი შენიღბულია პნევმონიის სიმპტომებით, ამიტომ მეტაპნევმონიური ემპიემების დროს მისი ნიშნები ნათელი პერიოდის შემდეგ ადვილად გამოიცნობა, ვიდრე პოსტპნევმონიური ემპიემის შემდეგ. აღინიშნება პერკუტორული ხმის შემოკლება, სუნთქვითი ხმიანობის გაქრობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება ბაზალური დაჩრდილვები ჰორიზონტალური დონით – ლპობითი ინფექციის დროს, ან ბრონქულ-პლევრული ფისტულის დროს – პიოპნევოთორაქსი. კანის სიწითლე ვლინდება მხოლოდ ჩირქის გასვლისას ემპიემის ღრუდან კანქვეშ. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა პროგრესულად უარესდება ჩირქოვან-რეზორბციული ცხელების განვითარების გამო; აღინიშნება სისუსტე, მადის დაკარგვა, სიგამხდრე, ჰექტიური ტეპერატურა, ხშირი პულსი, მაღალი ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით, ჰიპო- და დისპროტეინემია.
მკურნალობა. ანტიბიოტიკების რაციონალური შერჩევა და პლევრის ღრუს დროული დრენირება. ანტიბიოტიკების შერჩევა ხდება ნახველის ანალიზით. პლევრის ღრუს დრენირების ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება პლევრული პუნქციით მიღებული სითხის შეფასებით. განსაკუთრებით საშიშია პლევრის ემპიემა ხანდაზმულებსა და დასუსტებულ ავადმყოფებში. საჭიროა ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ განყოფილებაში პლევრის ემპიემაზე ეჭვის მიტანის დროსაც კი.
პროგნოზი დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 728 times by 358 viewers



