ლალი დათეშიძე
პილოროსტენოზი – კუჭის პილორული ნაწილის განვითარების მანკი. მიზეზია პილორუსის კუნთოვანი შრის გადაგვარება, ინერვაციის მოშლა. შედეგად პილორუსს აქვს თეთრი ფერის, სიმსივნური წამონაქმნის სახე, ხრტილოვანი კონსისტენცია. პილოროსტენოზის პირველი და ძირითადი სიმპტომია ,,ფანტანისებრი” ღებინება, რომელიც ვლინდება სიცოცხლის მეორე კვირის ბოლოსა და და მესამე კვირის დასაწყისში. ღებინება წარმოიქმნება კვებათა შორის პერიოდში, თავდაპირველად იშვიათია, შემდეგ კი ხშირდება. პირნაღები მასების მოცულობა რაოდენობრივად აღემატება ერთჯერადი კვების დოზას. ბავშვი მოუსვენრადაა, ვითარდება ჰიპოტროფია და გაუწყლოება, აღინიშნება შარდის შემცირება, ვლინდება მიდრეკილება შეკრულობებისაკენ. მუცლის დათვალიერებით აღინიშნება შებერილობა და გაძლიერებული, თვალით შესამჩნევი კუჭის სეგმენტური პერისტალტიკა – ,,ქვიშის საათის” სიმპტომი. შემთხვევათა 50-85%-ში პალპირდება პილორუსი, რომელსაც აქვს მკვრივი სიმსივნის სახე და გადაინაცვლებს ზევიდან ქვევით. აღინიშნება ალიმენტური ანემია, სისხლის შესქელება (ჰემატოკრიტის მომატება). ქლორისა და კალიუმის დაკარგვის გამო მათი შემცველობა სისხლში ქვეითდება, ვითარდება მეტაბოლური ალკალოზი. პოლიროსტენოზის დეკომპენსირებული ფორმა გვხვდება შედარებით იშვიათად.
დიაგნოზის დასადასტურებლად მიმართავენ კუჭის კონტრასტულ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომლის დროსაც ვლინდება მისი ზომების გადიდება, ბარიუმის ევაკუაციის შენელება, პილორუსის არხის შევიწროება და დაგრძელება. დიაგნოსტიკის ერთ – ერთი ყველაზე ინფორმატიული მეთოდია ფიბროეზოფაგოგასტროსკოპია. პილოროსტენოზის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია; როგორც წესი, დგება სრული გამოჯანმრთელება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 849 times by 399 viewers



