სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

რექტოცელე – (rectocele; ლათ. rectum სწორი ნაწლავი + ბერძ. kele სიმსივნე) დაავადება, რომელიც განპირობებულია სწორი ნაწლავის წინა კედლის საშოში გამობერვით. დაავადება იშვიათად გვხვდება ახალგაზრდა ასაკში, ხშირია მოხუცებულობით ასაკში. ვითარდება უკანა ტანის ამწევი კუნთების კონის გაცალკევებითა და სწორნაწლავ – საშოს ძგიდის ქსოვილების დასუსტების შედეგად.

დაავადების პათოგენეზში მნიშვნელობა ენიჭება ქალის სასქესო ორგანოების დაწევასა და გამოვარდნას, მრავალჯერად მშობიარობას, მშობიარობის ტრავმებს, იოგოვანი აპარატის სისუსტეს, სასქესო ორგანოების არასწორ განვითარებას და სხვ.

კლინიკური სურათის გამოხატულების მიხედვით განასხვავებენ დაავადების სამ ხარისხს; პირველი ხარისხის დროს სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევით ისინჯება მისი წინა კედლის მცირე ზომის ჯიბე. ამასთან ავადმყოფი არაფერს არ უჩივის. მეორე ხარისხის დროს აღინიშნება სწორი ნაწლავის წინა კედლის გამოხატული ჯიბე, რომელიც აღწევს საშოს კარიბჭეს; დამახასიათებელია ჩივილები გაძნელებულ დეფეკაციაზე, სწორი ნაწლავის არასრულად დაცვლის შეგრძნებაზე. მესამე ხარისხის დროს აღინიშნება საშოს უკანა კედლის გამობერვა, რომელიც ვრცელდება სასქესო ნაპრალის გარეთ; წარმოიქმნება მუცელშიგა წნევის მომატება. საშოს უკანა კედელი ნეკროზდება, ხოლო მუდმივად გამოვარდნის დროს კი წყლულდება. განავლის ევაკუაცია გაძნელებულია. დაავადების ეს ხარისხი ხშირად შერწყმულია საშოს წინა კედლის გამოვარდნასთან, საშვილოსნოს დაწევასა და გამოვარდნასთან.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 635 times by 301 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka