ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
ყბის ცისტები - ოდონტოგენური წარმოშობის, თხიერი შემცველობის მქონე პათოლოგიური ღრუ წარმონაქმნი.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფესვის ცისტა ვითარდება ეპითელური ელემენტებისაგან, პერიოდონტში მიმდინარე ანთებითი კერის გამაღიზიანებელი ზემოქმედების შედეგად. ფოლიკულური ცისტის წარმოშობას უკავშირებენ კბილის ფოლიკულის ცისტურ გადაგვარებას.
ყბის ცისტების კლინიკური მიმდინარეობა საწყის სტადიებზე უსიმპტომოა. თავდაპირველად წარმოიქმნება მრგვალი, უმტკივნეული გამობერილობა. დიაგნოზის დასაზუსტებლად ატარებენ რენტგენოგრაფიას, რომლის დროსაც ვლინდება მკაფიო მოხაზულობის სფერული ღრუ; ფესვის ცისტის დროს ჩანს კბილის ფესვი დაზიანებული პერიოდონტით, ხოლო ფოლიკულურის დროს – ამოუჭრელი კბილი (ან კბილის გვირგვინოვანი ნაწილი) რომელიც ჩაძირულია ძვლის დეფექტში. ცისტის დაჩირქების დროს ვითარდება მწვავე ოდონტოგენური ოსტეომიელიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
მკურნალობა ოპერაციულია, ტარდება ცისტოტომია და ცისტექტომია. რიგ შემთხვევებში ფესვურ ცისტებს მკურნალობენ კონსერვატულად. დაჩირქებული ცისტები საჭიროებენ გადაუდებელ მკურნალობას, ტარდება ცისტის გაკვეთა და ღრუს დრენირება.
პროგნოზი უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. ქვედა ყბის დიდი ზომის ცისტები შესაძლოა გართულდნენ პათოლოგიური მოტეხილობით. ფესვური ცისტების პროფილაქტიკა ითვალისწინებს მწვერვალოვანი პერიოდონტიტის დროულ მკურნალობას.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
__________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…
Viewed 780 times by 443 viewers



