სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

ლეიკოპლაკიალეიკოპლაკია – ლორწოვანი გარსის დისტროფიული დაზიანება, რომელიც ხასიათდება მფარავი ეპითელის გარქოვანებით და ვლინდება მოთეთრო-მორუხო ლაქების წარმოქმნით.

ეტიოლოგია: ადგილობრივად ქრონიკულად მოქმედი გამღიზიანებელი ფაქტორები, სიგარეტის წევა, ალკოჰოლი.

პათოგენეზი: ვითადება სუსტი ქრონიკული დაავადების ფონზე; განიხილება როგორც ლორწოვანი გარსის თავისებური დამცავი რეაქცია ქრონიკულ გაღიზიანებაზე; გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ვიტამინ А – ს დეფიციტს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადდებიან უპირატესად ასაკოვანი მამაკაცები. ჩვეული ლოკალიზაციაა ლოყის ლორწოვანი გარსი პირის კუთხესთან ახლოს, ენა, ქვედა ტუჩი. გამოყოფენ რამდენიმე ფორმას. ბრტყელი ფორმის დროს ჩივილები არ არის, ან ავადმყოფები აღნიშნავენ მოჭიმვის გრძნობას; ლორწოვანი გარსის კერა შემღვრეულია, გარქოვანებასთან ერთად ემსგავსება პერლამუტს; მცირედ წამოწეულია ლორწოვანი გარსის რელიეფიდან. მეჭეჭისებრი ფორმა: აღინიშნება გარქოვანების მკვეთრად შემოსაზღვრული უბნები, რომლებიც არაიშვიათად დაშრევებულია ბრტყელი ლეიკოპლაკიის კერებზე; ზედაპირი ხორკლიანია. ეროზიული ფორმა ვლინდება ეროზიებითა და ნახეთქებით.

მკურნალობა. პირის ღრუს სანაცია, თამბაქოს, ალკოჰოლის აკრძალვა; ვიტამინი А (კონცენტრანტი შიგნით მისაღებად 10 წვეთი 3 – ჯერ დღეში). მალიგნიზაციის ნიშნების გაჩენისას ხდება ქირურგიული მოკვეთა; პროგნოზი. ბრტყელი ფორმა შექცევადია, მეჭეჭისებური და ეროზიული ფორმები განიხილებიან როგორც კიბოს წინარე დაავადებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

გაფრთხილება!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

__________________________________

გადასვლა გვერდზე:  ,,სტომატოლოგია”

Viewed 3300 times by 1789 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka