ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ამოვარდნილობა – ქვედა ყბის სახსრის თავის გადანაცვლება.
ეტიოლოგია. პირის ფართოდ გარება (ჭამის, ყვირილის, მთქნარების დროს, ასევე კბილის ამოღების, კუჭის ზონდირების, ინტუბაციის დროს და ა. შ.), ტრავმა.
პათოგენეზი დაკავშირებულია სასახსრე ჩანთის გაჭიმვასთან ან გაგლეჯასთან. გარკვეული მნიშვნელობა აქვს იოგოვანი აპარატის სისუსტეს. განასხვავებენ სრულ და არასრულ, წინა, უკანა, ცალმხრივსა და ორმხრივ ამოვარდნილობებს. ტიპიურია წინა ამოვარდნილობა, რომელიც ვლინდება ტკივილით, პირის დახურვის შეუძლებლობით, მეტყველების გაძნელებით, ნერწყვდენით. ორმხრივი ამოვარდნილობის დროს პირი ფართოდაა გაღებული, ცალმხრივი ამოვარდნილობის დროს ნიკაპი გადანაცვლებულია ჯანმრთელ მხარეზე. პალპაციით სასახსრე თავი ისინჯება სასახსრე ბორცვის წინ. უკანა ამოვარდნილობის დროს სასახსრე თავი სასახსრე ფოსოს უკანაა.
მკურნალობა. ამოვარდნილობას ასწორებენ ანესთეზიის ქვეშ; ექიმი, რომელიც ფეხზე დგას, დოლბანდით შეხვეული თითებით აჭერს ქვედა მოლარებზე და მკვეთრი მოძრაობის გარეშე სწევს ქვედა ყბას ქვევით. სასახსრე თავი იდგმება სასახსრე ფოსოში. ჩასწორებულ ქვედა ყბას აფიქსირებენ ნახვევის დადებით 2 კვირის განმავლობაში. ჩვეული ამოვარდნილობებს მკურნალობენ ორთოპედიულად.
პროგნოზი კეთილსაიმედოა. პეროფილაქტიკა ითვალისწინებს ნიკაპის ფიქსაციას ოპერაციული ჩარევების დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
____________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
….
Viewed 804 times by 384 viewers



