ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
ქეილიტი - ტუჩის წითელი ქობის, ლორწოვანი გარსისა და კანის ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, საფუარის სოკო, ხანგრძლივი დასხივება, საპროთეზო მასალები, ტუჩის საცხი და სხვ.
პათოგენეზი დაკავშირებულია ვიტამინი В დეფიციტთან, მედიკამენტების მიმართ ალერგიულ მგრძნობელობასთან. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენდოკრინულ დარღვევებსა და კბილების არაჰიგიენურ მდგომარეობას.
სიმპტომები. ტუჩები შეშუპებული, ჰიპერემიულია, წითელ ქობაზე აღინიშნება აქერცვლა, ქერქები, ეროზიები, ნახეთქები; პირის კუთხეებში აპკები და ნახეთქები.

მკურნალობა. ვიტამინები B2, B5, А, ანტიჰისტამინური პრეპარატები; არაიშვიათად აქვს გახანგრძლივებული მიმდინარეობა. პროფილაქტიკა: პირის ღრუს სათანადოდ მოვლა, დროული სანაცია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
______________________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…
Viewed 1034 times by 576 viewers



