სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

კბილის მოტეხილობა – კბილის გვირგვინის ან ფესვის ტრავმული დაზიანება. განასხვავებენ მონანქრის მოტეხილობას, დენტინის მოტეხილობას – პულპის გაშიშვლების გარეშე, და პულპის გაშიშვლებით, და კბილის ფესვის მოტეხილობას.

სიმპტომები: დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი, რომლის ინტენსივობა მატულობს პირის გაღებისას; მინანქრის მოტეხილობის დროს აღინიშნება სუსტად გამოხატული ტკივილი შეხების დროს. დენტინის საზღვრებში მოტეხილობისას ტკივილი შედარებით ძლიერია. პულპის გაშიშვლების დროს კი აღინიშნება თავისთავადი ტკივილი, რომელიც ძლიერდება პირის გაღების დროს.

მკურნალობა. პულპის გაშიშვლებისა და ანთების ნიშნების დროს, როდესაც იგი გაშიშვლებული არ არის, ტარდება ვიტალური ექსტირპაცია. ფესვის მოტეხილობის დროს საჭიროა მისი ამოღება. მინანქრისა და ნაწილობრივ დენტინის მოტეხილობის დროს შესაძლებელია გვირგვინის კოსმეტიკური აღდგენა.
პროგნოზი: გვირგვინის მოტეხილობის დროს კბილის შენარჩუნება ხერხდება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

გაფრთხილება!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

______________________________________________

გადასვლა გვერდზე:  ,,სტომატოლოგია”

 …

Viewed 609 times by 342 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka