სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

კარდიის აქალაზია – შედარებით იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება საყლაპავისა და კარდიის ნერვული წნულის დისტროფიული ცვლილებებით, საყლაპავის ატონიით, გაფართოებით, მისი კედლის პერისტალტიკის მოშლით და ყლაპვის დროს კარდიის რეფლექტორული გახსნით, ამის შედეგად კუჭში საკვების გადასვლის შეფერხებით და მისი ხანგრძლივი შეჩერებით საყლაპავში.

ეტიოლოგია და პათოგენეზი საკმარისად შესწავლილი არ არის.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია მკერდუკანა ტკივილი, დისფაგია და რეგურგიტაცია. მკერდუკანა ტკივილი ვლინდება კრიზების სახით, რომელიც ხშირად ვითარდება ღამით; ზოგჯერ ტკივილი წარმოიქმნება ცარიელი ან პირიქით, გადავსებული საყლაპავის დროს. დისფაგია თავდაპირველად ეპიზოდურია, გამოხატულ შემთხვევებში აღინიშნება ყოველი ჭამის დროს, განსაკუთრებით მშრალი ან ცუდად დაღეჭილის საკვების გადაყლაპვისას, ძლიერდება ნერვიულობის, აღელვების დროს. საკვების გასვლის გასაიოლებლად ავადმყოფები სვამენ ერთი შესმით ჭიქა წყალს ან გადაყლაპავენ ჰაერს, ასრულებენ ღრმა ჩასუნთქვას და სხვ., რაც რიგ შემთხვევებში იძლევა გარკვეულ შვებას. რეგურგიტაცია ვლინდება საყლაპავში დაგროვებული ნერწყვის, ლორწოსა და საკვების ნარჩენების ამობოყინებით, რომელიც წარმოიქმნება ტანის დახრისას, ან ღამით, ძილის დროს. უკანასკნელ შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს მასების ასპირაცია, რაც ხშირად წარმოადგენს ასპირაციული პნევმონიების მიზეზს.

კარდიის აქალაზია

დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით, რომელიც ავლენს საყლაპავის გაფართოებისა და დაგრძელების სხვადასხვა ხარისხს, ბარიუმის შენაწონი ხანგრძლივად ჩერდება საყლაპავში, მისი ზედა დონე ხშირად აღწევს ლავიწის დონეს, რის შემდეგაც იგი უეცრად თითქოსდა ,,გადაიღვრება” კუჭში. საყლაპავის კარდიალური სეგმენტი შევიწროებულია, აქვს თანაბარი კონტური და ,,სტაფილოს წვერის ან ,,თაგვის კუდის” შესახედაობა, არ იხსნება ყლაპვისას, აჩერებს კონტრასტის გადასვლას კუჭში; კუჭის აიროვანი ბუშტი არ არსებობს (პათოგნომური ნიშანი). 1 – 2 ტაბლეტი ნიტროგლიცერინის მიღება ადუნებს კარდიალურ სფინქტერს, რის შედეგადაც საყლაპავის შიგთავსი ადვილად გადადის კუჭში და დროებით ხსნის დისფაგიას. ეს ფარმაკოლოგიური სინჯი აიოლებს კარდიის აქალაზიისა და საყლაპავის ორგანული სტენოზების დიფერენციალურ დიაგოსტიკას. ეზოფაგოგასტროფიბროსკოპია გვეხმარება ამ დაავადებების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში. მიმდინარეობა ჩვეულებრივ პროგრესირებადია, დისფაგიის და დაავადების სხვა სიმპტომების გაძლიერებით, მზარდი გამოფიტვით.

გართულებები: განმეორებითი ასპირაციული პნევმონიები და ქრონიკული ბრონქიტები. აღწერლია შედარებით ხშირი წარმოქმნა საყლაპავის კიბოსი.
მკურნალობა. მედიკამენტოზური თერაპია ნაკლებეფექტურია. მკურნალობა უფრო ხშირად ტარდება კარდიოდილატაციით, სპეციალურ თერაპიულ და ქირურგიულ სტაციონარში, სადაც დანერგილია ეს მეთოდიკა. საყლაპავის მნიშვნელოვანი გაფართოებისა და დაგრძელების დროს ტარდება ნაწლავგარე ეზოფაგოკარდიომიოტომიის ოპერაცია, რასაც ემატება ეზოფაგოკარდიოფონრენო ან გასტროპლასტიკა.

პროგნოზი დროული მკურნალობისას კეთილსაიმედოა. ავადმყოფებისათვის უკუნაჩვენებია დიდი ფიზიკური დატვირთვა და არარეგულარული კვება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1307 times by 639 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka