კუჭის ფუნქციური აქილია

კუჭის ფუნქციური აქილია functional achylia

კუჭის ფუნქციური აქილია – მდგომარეობა, რომლიც ხასიათდება კუჭის სეკრეციის დროებითი დათრგუნვით, მისი სეკრეტორული აპარატის ორგანული დაზიანების გარეშე.

ეტიოლოგია, პათოგენეზი: დეპრესია, ინტოქსიკაცია, მძიმე ინფექციური დაავადებები, ჰიპოვიტამინოზები, ნერვული და ფუნქციური გადაძაბვა და სხვ. როგორც ჩანს, რიგ შემთხვევებში ფუნქციური აქილია და ჰიპოქოლია უკავშირდება კუჭის სეკრეტორული აპარატის თანდაყოლილ სისუსტეს. ფუნქციური აქილიები აღინიშნება თირეოტოქსიკოზით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. როგორც წესი, ფუნქციური აქილია წარმოადგენს დროებით მდგომარეობას. თუმცა კუჭის ნერვულ-ჯირკვლოვანი აპარატის ხანგრძლივი დამუხრუჭების დროს მასში ვითარდება ორგანული ცვლილებები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ვლინდება მადის დაქვეითებით, იშვიათ შემთხვევებში-არამკაფიოდ გამოხატული დისპეფსიური მოვლენებით, ზოგიერთი სახის საკვების (რძე) ცუდი გადატანით, ფაღარათებისადმი მიდრეკილებით. განასხვავებენ აქლორჰიდრიისა (კუჭის წვენში თავისუფალი მარილმჟავას არარსებობით) და აქილიის მდგომარეობებს, რომლის დროსაც კუჭის წვენში არ არის აგრეთვე პეპფსინი. კუჭის წვენის გამოკვლევა საშუალებას იძლევა დადგინდეს აქილიის ფუნქციური (შექცევადი), ან ორგანული ხასიათი. რიგ შემთხვევებში მჟავე აქტიური კუჭის წვენის არსებობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ კუჭის კედლისმიერი @-მეტრიით. კუჭის ლორწოვანი გარსის ასპირაციული და მიზნობრივი ბიოფსიით ვერ ვლინდება ანთებითი და ატროფიული ცვლილებები.

მკურნალობა. აუცილებელია მოიხსნას ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ფუნქციური აქილიის განვითარებას. ნევროგენული აქილიის დროს – შრომისა და დასვენების რეჟიმის მოწესრიგება, რეგულარული კვება, ინიშნება ექსტრაქტული კუჭის წვენის გამომყოფი ნივთიერებები, ვიტამინებიდა სხვ.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.