სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ჰემოქრომატოზი (ღვიძლის პიგმენტური ციროზი, ბრინჯაოს დიაბეტი, ტრუზიე – ანო – შოფარას სინდრომი, სიდეროფილია და სხვ.) – ხასიათდება ზოგიერთი ორგანოს ქსოვილებში რკინის შემცველი პიგმენტის პროგრესირებადი ჩალაგებით, შემდგომში ამ ორგანოების ფიბროზული გადაგვარებითა და მათი ფუნქციების დარღვევებით. დაავადებას საფუძვლად უდევს კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ რკინის შეწოვის გაძლიერება, რომლისადმი მიდრეკილებას აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი. აღნიშნულ ავადმყოფთა დაახლოებით 1/3 აღნიშნავს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები, რამეთუ, ქალებში სისხლის ფიზიოლოგიური დაკარგვის არსებობა ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. პირველადი (იდიოპათიკური) ჰემოქრომატოზი მიეკუთვნება ფერმენტოპათიებს და განიხილება როგორც თანდაყოლილილ დაავადება მემკვიდრეობის ავტოსომურ – რეცესიული გადაცემის გზით, რომლის დროსაც ადამიანის წვრილ ნაწლავში შეიწოვება მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობით რკინა, ვიდრე ეს ნორმაშია; რკინა  ჭარბად დეპონირდება ღვიძლში, კუჭქვეშა ჯირკვალში, გულის კუთში და ა. შ. ძირითადად უხსნადი ჰემოსიდერინის სახით. ვიტარდება დაზიანებული ორგანოების ქსოვილთა მეორადი ანთებით – სკლეროზული რეაქცია. გლუვ კუნთებში ასევე ჭარბად ლაგდება ლიპოფუსცინი, ეპიდერმისში – მელანინი. მეორადი ჰემოქრომატოზი წარმოიქმნება ორგანიზმში რკინის ჭარბად შეყვანისას (რკინის პრეპარატებით ხანგრძლივი არაკონტროლირებადი მკურნალობისას, სისხლის განმეორებითი ხშირი გადასხმისას და ა. შ.).

სიმპტომები, მიმდინარება. დამახასიათებელია კანის ჰიპერპიგმენტაცია, რომელიც ღებულობს რუხ – მურა მოყავისფერო ფერს, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, დიაბეტი. ხშირია აგრეთვე ენდოკრინული ჯირკვლების უკმარისობის მოვლენები, პირველ რიგში სასქესო ჯირკვლებისა.

პროგნოზი მკურნალობის ჩატარების გარეშე არაკეთილსაიმედოა. ავადმყოფთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დიაგოზის დადგენის შემდეგ (მკურნალობის არარსებობისას) არ აღემატება 4 – 5 წელს. ავადმყოფთა დაღუპვის მიზეზია ღვიძლის ან დიაბეტური კომა, მწვავე სისხლდენა საყლაპავის და კუჭის ვარიკოზულად გაფართოებული სისხლძარღვებიდან; ხანდაზმულ ავადმყოფებში დაავადების ხანგრძლივად მიმდინარეობისას შემთხვევათა 15 – 20% – ში ვითარდება ღვიძლის კიბო.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 13982 times by 6143 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka