ყბის მოტეხილობა

ყბის მოტეხილობა jaw fracture

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ყბის მოტეხილობა ყბის ძვლის მოტეხილობა და მისი მთლიანობის დარღვევა.

ყბის მოტეხილობა ეტიოლოგია. საყოფაცხოვრებო, სპორტული, ცეცხლნასროლი და სხვა სახის ტრავმები.

ყბის მოტეხილობა პათოგენეზი. პათოლოგიური მოტეხილობები განპირობებულია სხვადასხვა დაავადებებით – ქრონიკული ოსტეომიელიტით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ფიბროზული ოსტიტით და სხვ. მოტეხილობები ჩვეულებრივ ღიაა.

ყბის მოტეხილობა კლინიკური სურათი ვლინდება ტკივილით, ნატეხების გადანაცვლებით, მათი მოძრაობით, თანკბილვის ცვლილებით, მეტყველებისა და ღეჭვის დარღვევით, უხვი ნერწყვდენით. ალვეოლური მორჩის მოტეხილობის დროს ძირითადი სიმპტომია არტიკულაციის დარღვევა. მოტეხილობები შესაძლებელია გართულდეს ოსტეომიელიტით და ყბისირგვლივი ფეგმონით. რენტგენოგრამით ზუსტდება მოტეხილობის ხასიათი და ლოკალიზაცია. ცეცხლნასროლ მოტეხილობას აქვს მრავალგვარი ლოკალიზაცია, შერწყმულია თვალის, ცხვირის, ქალას ძვლების ჭრილობებთან, ახლავს უხვი სისხლდენა ცხირიდან და პირიდან. შესაძლებელია სისხლის, პირნაღები მასების, კბილების ასპირაცია და სხვა გართულებები (ასფიქსიები, მენინგიტი). მკურნალობა ითვალისწინებს ნატეხების ჩასწორებას და მათ ფიქსაციას. ტრავმული ოსტეომიელიტის თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკები.

ყბის მოტეხილობა პროგნოზი. ორდინარული მოტეხილობებისა და დროული მკურნალობის დროს ძვლის მთლიანობა და ყბის ფუნქცია აღდგება 3-4 კვირაში. ქვედა ყბის ტოტის, სასახსრე და საფეთქლის მორჩების მოტეხილობების შემდეგ ხშირია ფუნქციური დარღვევები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..