ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
პაროდონტოზი – პაროდონტის დისტროფიული ხასიათის ქრონიკული
დაავადება; ვლინდება ღძილიდან სისხლდენით, კბილების მორყევით, მათი მდებარეობის შეცვლით, ალვეოლური მორჩის ატროფიით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაკავშირებულია ადგილობრივი სისხლმიმოქცევის დარღვევებთან, ენდოკრინულ მოშლილობებთან. პაროდონტოზის განვითარებას ხელს უწყობს დიაბეტი, ღვიძლის ციროზი, კუჭის წყლულოვანი დაავადება და სხვა დაავადებები.
სიმპტომები, მიმდინარეობა. საწყის პერიოდში აღინიშნება გაუბედავი ღეჭვა, ღრძილების ქავილი; ვლინდება კბილების მორყევა, არასასიამოვნო სუნი პირიდან, გემოს გაუკუღმართება; კბილები ინტაქტურია. აღინიშნება საკვების გაჭედვა კბილთაშუა შუალედებში, კბილის ყელის გაშიშვლება, შესაძლებელია სოლისებრი დეფექტები კბილებზე, კბილის გაშიშვლებული ყელის ჰიპერესთეზია. რენტგენოგრაფიულად – კბილთაშუა ძგიდეების დაწევა ოსტეოპოროზისა და ანთებითი დესტრუქციის ნიშნების გარეშე. ადრეული დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია ლაბორატორიული და ფუნქციური გამოკვლევები. სტაბილიზაციის სტადიაში პროცესი შესაძლოა არ პროგრესირებდეს მრავალი წლის განმავლობაში.
მკურნალობა კომპლექსური, ინდივიდუალურია, განისაზღვრება დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებით, გართულებების ხასიათითა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარებით. ინიშნება ადგილობრივი სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები (დარსონვალიზაცია, ვაკუუმ-მასაჟი, ჰიდრო- და აუტომასაჟი და ა. შ.). პათოლოგიური ოკლუზიის სალიკვიდაციოდ გამოიყენება ორთოპედიული ღონისძიებები. ინიშნება ვიტამინები, ანაბოლური პრეპარატები.
პროგნოზი სტაბილური მიმდინარეობის დროს კეთილსაიმედოა, აქტიური მიმდინარეობის დროს ხდება კბილების ნაადრევი ამოვარდნა. პროფილაქტიკა – კბილის ქვის პერიოდული მოცილება და კბილების, პირის ღრუს სისტემატური მოვლა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
__________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…
Viewed 3255 times by 1849 viewers



