ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
პერიკორონიტი – ღრძილის საფარის ანთება, რომელიც ფარავს კბილს ამოჭრის პერიოდში.
ეტიოლოგია: პირის ღრუს შერეული მიკროფლორა, ტრავმა.
პათოგენეზი: ვითარდება როგორც გართულება კბილის ამოჭრის დროს, ძირითადად სიბრძნის კბილის შემთხვევაში და მისი დისტოპიის დროს.
სიმპტომები: ტკივილი ყბისა და ყბისქვეშა არეში; ყლაპვა მტკივნეულია, პირის გაღება გაძნელებულია. ლორწოვანი გარსი ჰიპერემიული და შეშუპებულია, სხეულის ტემპერატურა მატულობს 37-380 C-მდე. ახასიათებს ხანგრძლივი, მორეციდივე მიმდინარეობა. რთულდება ოსტეომიელიტით, აბსცესით, ფლეგმონით. რენტგენოგრამაზე ჩანს ნაწილობრივ ამოჭრილი კბილი, ზოგჯერ ანომალურ მდებარეობაში.
მკურნალობა. ლორწოვანი გარსის საფარის მოკვეთა; რეციდივების დროს კბილის ექსტრაქცია. გართულებები საჭიროებენ შესაბამის მკურნალობას.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
______________________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…
Viewed 820 times by 411 viewers



