დისპეფსია

დისპეფსია dyspepsia

დისპეფსია – საჭმლის მონელების უპირატესად ფუნქციური ხასიათის დარღვევების კრებითი ტერმინი, რომელიც ვითარდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობის შედეგად.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ალიმენტური დისპეფსია წარმოიქნება ხანგრძლივად არარაციონალური კვების შედეგად. განასხვავებენ დუღილის, ლპობით და ცხომოვან დისპეფსიებს.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევა აძნელებს საკვების ნორმალურ გადამუშავებას და ხელს უწყობს დისპეფსიის განვითარებას.
ამავე დროს, დისპეფსიის დროს უჩვეულო, ან დიდი რაოდენობის დაშლის პროდუქტების წარმოქმნა (ორგანული მჟავები, ინდოლი, სკატოლი, გოგირდწყალბადი) აღიზიანებენ ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს. ეს იწვევენ ნაწლავის პერისტალტიკის დაჩქარებას.
საჭმლის მონელების პროცესების მოშლა თავის მხრივ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ განვითარებასა და იწვევს დისბაქტერიოზს.

ლპობითი დისპეფსია

ლპობითი დისპეფსია უკავშირდება საკვებში ნახშირწყლების ჭარბად გამოყენებას, ასევე მაგ. ბურახის მსგავსი სასმელების მიღებას, რის გამოც ნაწლავში იქმნება გარკვეული პირობები დუღილის ფლორის განვითარებისათვის.
ლპობითი დისპეფსია წარმოიქმნება საკვებში უპირატესად ცილოვანი პროდუქტების გამოყენებით, განსაკუთრებით ცხვრის, ღორის ხორცის მიღებით, რომლებიც ნელა გადამუშავდებიან ნაწლავში.
ზოგჯერ ლპობითი დისპეფსია ვითარდება საკვებად უხარისხო ხორციანი პროდუქტების გამოყენებით. ცხიმოვანი დისპეფსიას იწვევს ძნელად გადამამუშავებელი, განსაკუთრებით ძნელლღობადი ცხიმების გამოყენება (ღორის, ცხვრის).

სიმპტომები, მიმდინარეობა

ლპობითი დისპეფსია ვლინდება მეტეორიზმით, ნაწლავებში ყურყურით, დიდი რაოდენობის გაზების გამოყოფით, ხშირი, მჟავე სუნიანი, სუსტად შეფერილი თხიერი ქაფიანი განავლით. კოპროლოგიური გამოკვლევით ვლინდება დიდი რაოდენობის სახამებლის მარცვლები, ორგანული მჟავების კრისტალები, უჯრედისი, იოდოფილური მიკროორგანიზმები. განავლის რეაქცია მკვეთრად მჟავეა.
ლპობითი დისპეფსიაასევე ვლინდება ფაღარათით, მაგრამ განავლოვანი მასების ფერი მუქია, სუნი – ლპობითი. ლპობითი პროდუქტებით გამოწვეული ზოგადი ინტოქსიკაციის შედეგად ქვეითდება მადა, აღინიშნება სისუსტე, შრომის უნარიანობის დაქვეითება.
განავლის მიკროსკოპული გამოკვლევით ვლინდება კრეატორეა. განავლის რეაქცია მკვეთრად ტუტეა. ცხიმოვანი დისპეფსიის დროს განავალი ღია ფერისაა, უხვი, ცხიმოვანი ბზინვარებით, ნეიტრალური ან ტუტე რეაქციით.
კოპროლოგიური გამოკვლევით ვლინდება დიდი რაოდენობით გადაუმუშავებელი ნეიტრალური ცხიმი (წვეთების სახით), ცხიმოვანი მჟავების კრისტალები და მათი უხსნადი მარილები.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დადგენა ხდება ავადმყოფის გამოკითხვით (კვების ხასიათი); დისპეფსიის კლინიკური გამოვლინებებით, კოპროლოგიური გამოკვლევების მონაცემებით. რექტორომანო – და კოლონოსკოპიით მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ანთებითი ნიშნები არ ვლინდება.

დიფერენციალური დიაგნოზი

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანული დაავადებებთან – ატროფიულ გასტრიტთან სეკრეტორული უკმარისობით, ქრონიკულ პანკრეატიტთან, ქრონიკულ ენტერიტთან, ენტეროკოლიტთან და სხვა დაავადებებთან, რომლებიც მიმდინარეობენ დისპეფსიის სინდრომით.
დიფერენციალური დიაგნოზის გატარება საჭიროა აგრეთვე ინფექციურ პარაზიტულ ენტეროკოლიტთან და კოლიტებთან (ბაცილარული, ამებური დიზენტერია და სხვ.). ასეთ შემთხვევებში გარკვეული მნიშვნელობა აქვს შესაბამის ეპიდემიოლიგიურ ანამნეზს, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის დარღვევას (ცხელება, მუცელში სპასტიკური ტკივილები, ტენეზმები), რექტორომანოსკოპიის მონაცემებს (ანთებითი პროცესი), სალმონელების, შიგელების, ენტამებას და მათი ცისტების, ლამბლიების გამოვლინებას.
პანკრეასული დისპეფსია განპირობებულია კუჭქვეშა ჯირკვლის შიგასეკრეტორული უკმარისობით (ქრონიკული პანკრეატიტის, სიმსივნეების შედეგად და ა. შ.) ნაწლავში პანკრეასული ლიპაზას, ამილაზას და ტრიპსინის არასაკმარისი შეღწევა არღვევს საკვები ნივთიერებების გადამუშავებას.
წარმოიქმნება მუცელში ყურყურისა და გადასხმის შეგრძნება, მეტეორიზმი, ქვეითდება მადა, შესაძლებელია კოლიკისებრი ტკივლები მუცელში, დამახასიათებელია ,,პანკრეასული ფაღარათი” (ცხიმოვანი განავალი), სტეატორეა, ამილორეა, კრეატორეა.

მკურნალობა

დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ და რეგულირებულ დიეტას. ალიმენტური დისპეფსიების დროს ინიშნება შიმშილი 1 – 1,5 დღის განმავლობაში. შემდეგ კი ლპობითი დისპეფსიის დროს ავადმყოფის დღე – ღამურ რაციონში აუცილებელია გავზარდოთ ნახშირწყლების რაოდენობა, დუღილის დისპეფსიის დროს – ცილებისა.
ცხიმოვანი დისპეფსიის დროს იზღუდება ორგანიზმში ცხოველური წარმოშობის ცხიმების, განსაკუთრებით ძნელლღობადი ცხიმების შეღწევა.
კუჭისა და პანკრეასული დისპეფსიის დროს ტარდება ჩანაცვლებითი თერაპია საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით.
აუცილებელია ძირითადი დაავდების მკურნალობა (ქრონიკული გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტიდა სხვ.); დისპეფსიის პროფილაქტიკა ითვალისწინებს რაციონალურ კვებასა და იმ დაავადების პროფილაქტიკას, რომელიც იწვევს დისპეფსიის განვითარებას.

დისპეფსია – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 დისპეფსია – საჭმლის მონელების უპირატესად ფუნქციური ხასიათის დარღვევების კრებითი ტერმინი, რომელიც ვითარდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობის შედეგად
📌 ლპობითი დისპეფსია ვითარდება:
✅ ნახშირწყლების ჭარბად გამოყენებას;
✅ ისეთი სასმელების მიღებისას, რის გამოც ნაწლავში იქმნება გარკვეული პირობები დუღილის ფლორის განვითარებისათვის;
✅ საკვებში უპირატესად ცილოვანი პროდუქტების გამოყენებისას;
✅ საკვებად უხარისხო ხორციანი პროდუქტების გამოყენებით;
✅ ძნელად გადამამუშავებელი, განსაკუთრებით ძნელლღობადი ცხიმების გამოყენება (ღორის, ცხვრის)
👉 გაიგეთ მეტი დისპეფსიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3ByQH3E
#დისპეფსია #დისპეფსიისნიშნები #დისპეფსიისიმპტომები #დისპეფსიისდიაგნოსტიკა #დისპეფსიისმკურნალობა #დისპეფსიისმიზეზები #რაარისდისპეფსია #ლპობითიდისპეფსია #ფუნქციურიდისპეფსია #დუღილისდისპეფსია #ცხიმოვანიდისპეფსია #შებერილობა #გულისრევა #სისხლიანიღებინება #მუქიგანავალი #წონისკლება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დისპეფსია – საჭმლის მონელების, უპირატესად ფუნქციური ხასიათის მქონე დარღვევების კრებითი ტერმინი, რომელიც ვითარდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობის შედეგად.
ვლინდება გულძმარვით, ბოყინით, სიმძიმის შეგრძნებით, მუცლის შებერვით, ტკივილებით, ფაღარათით (ნაწლავური დისპეფსია), ღებინებით, ინტოქსიკაციით (ბავშვთა დისპეფსია)

.

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian