ესენციური ჰიპერლიპემია

ესენციური ჰიპერლიპემია essential hyperlipemia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰიპერლიპემია ესენციური – მემკვიდრეობითი ფერმენტოპათიების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან ცხიმოვანი ცვლის მოშლით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ტიპიურ შემთხვევებში-ქსანთომების განვითარება, სწარაფად პროგრესირებადი ათერომატოზი, ღვიძლის, ელენთის გადიდება, შესაძლებელია აბდომინური ტკივილები, შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები.

გამოყოფენ დაავადების 5 ტიპს: I ტიპი – ხასიათდება ჰიპერქილომიკრონემიით, ჰიპერ-ტრიგლიცერიდემიითა და ჰიპერქოლესტერინემიით; II ა ტიპი – ჰიპერ-ბეტა-ლიპოპროტეიდემიით, ჰიპერქოლესტრინემიით, უმნიშვნელო ჰიპერ-ტრიგლიცერიდემიით; II ბ ტიპი – მაღალი ჰიპერ-ბეტა-ლიპოპროტეიდემიითა და ჰიპერტრიგლიცერიდემიით; III ტიპი – ჰიპერქოლესტერინემიითა და ჰიპერტრიგლიცერიდემიით; IV ტიპი – ჰიპერ-პრებეტა-პროტეიდემიით და ჰიპერტრიგლიცერიდემიით; V ტიპი – შერეული, ვლინდება ჰიპერქილომიკრონემიით, ჰიპერგლიცერიდემიით, ჰიპერპრებეტალიპოპროტეიდემიითა და ჰიპერ-ქოლესტერინემიით.

დიაგნოსტიკას საფუძვლად უდევს ლიპიდური ცვლის კომპონენტების გულდასმითი ბიოქიმიური გამოკვლევები. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა, თუმცა ხშირია გართულებები, თანმხლები ათეროსკლეროზი.

მკურნალობა. დიეტა ნაკლებკალორიული საკვებით, დაავადების III და IV ტიპების დროს-ნახშირწყლების შეზღუდვითაც; ნაჩვენებია სამკურნალო ფიზკულტურა, პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლშიქოლესტერინის შემცვლობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები