ლალი დათეშიძე
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
კუჭის ფუნქციური ჰიპერსეკრეცია – ხასიათდება კუჭის წვენის გაძლიერებული გამოყოფითა და კუჭის მჟავეობის მომატებით. კუჭის სეკრეციის დროებითი მომატება აღინიშნება საკვებში დიდი რაოდენობით სანელებლების, ცხარე ნვთიერებების გამოყენებისას, ალკოჰოლის მიღების დროს, უპირატესად ცილოვან-ნახშირწყლოვანი კვების, ასევე ფსიქიკური აგზნების დროს. კუჭის სეკრეციის გაძლიერება აღინიშნება თირეოტოქსიკოზის საწყის სტადიაში, ჰიპერკორტიციზმის დროს და სტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას. კუჭის ჰიპერსეკრეციით მიმდინარეობს ასევე წყლულოვანი დაავადებაც (ლოკალიზაციით თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვსა და კარდიაში); მსგავს ფუნქციურ დარღვევებს ადგილი აქვს დუოდენიტისა და წყლულოვანი დაავადების გამწვავების წინა პერიოდში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. უმრავლეს შემთხვევაში კუჭის ფუნქციური ჰიპერსეკრეცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მაგრამ შესაძლებელია აღინიშნოს წყლულოვანი ტკივილები ეპიგასტრიუმში, გულძმარვა, იშვიათ შემთხვევებში ღებინება მჟავე წვენის დიდი რაოდენობით უზმოზე. რენტგენოლოგიური გამოკვლევით კუჭში ვლინდება დიდი რაოდენობის წვენი უზმოზე, ჰიპერაციდოზი.
დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება პირველ რიგში კუჭის წყლულოვან დაავადებასთან წყლულის ლოკალიზაციით კარდიაში ან თორმეტგოჯა ნაწლავში.
მკურნალობა მიმართულია კვების, შრომისა და დასვენების რეჟიმის, ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების ნორმალიზაციისაკენ. კლინიკური სიმპტომების არსებობისას მკურნალობა ტარდება ისევე, როგორიც წყლულოვანი დაავადების დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1021 times by 541 viewers



