მექანიკური სიყვითლე

მექანიკური სიყვითლე obstructive jaundice

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მექანიკური სიყვითლე – პათოლოგიური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ნაღვლის სადინრებიდან ნაღვლის გამოდენის დარღვევით. მექანიკური სიყვითლის მიზეზებია: განვითარების მანკები (ატრეზიები, ქოლედოქის ცისტები, თორმეტგოჯა ნაწლავის დივერტიკულები, ნაღვლის სადინრების ჰიპოპლაზია); ნაღველკენჭოვანი დაავადება, კენჭები ნაღვლის საერთო და ღვიძლის სადინრებში, ანთებითი სტრიქტურები და სტენოზები (ნაღვლის სადინრების სტრიქტურები, ანთებითი ან ნაწიბუროვანი პაპილოსტენოზი); სიყვითლეანთებითი დაავადებები (მწვავე ქოლეცისტიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პანკრეატიტი, ალვეოლარული ექონოკოკოზი ღვიძლის კარის მიდამოში); სიმსივნეები (ნაღვლის სადინრების პაპილომატოზი, ღვიძლისა და ნაღვლის საერთო სადინრების, თორმეტგოჯა ნაწლავის დვრილის, კუჭქვეშა ჯირკვლის თავის კიბო, ღვიძლის კარის მეტასტაზები და ლიმფომები). სადინრების დაცობა იწვევს ნაღვლის მჟავების ცვლის მოშლას, რაც განაპირობებს კანის ქავილს. გარდა ამისა, ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს ხშირად წარმოიქმნება ჰიპერქოლესტერინემია და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვის უკმარისობა, უპირველეს ყოვლისა  ვიტამინის, ზოგჯერ ჰიპოპროტეინემია. ნაღვლის შეგუბება, განსაკუთრებით შერწყმული ჩირქოვან ქოლანგიტან, იწვევს ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მკვეთრ დარღვევას, შესაბამისად ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარებას.

 სიყვითლეკლინიკური სიყვითლე ვლინდება სისხლის შრატში ბილირუბინის დონის მომატებისას 1,5 მგ% (26 მმოლ/ლ) – ზე ზევით. ძირითადი საკითხი, რომელიც დგას ქირურგის წინაშე არის, თუ რომელ სიყვითლესთან გვაქვს საქმე – მექანიკურთან, თუ პრე – და ღვიძლიშიგა სიყვითლესთან. ყველა გამოკვლევა მიმართულია ამ საკითხის გადასაწყვეტად. შემდეგი საკითხია – მექანიკური სიყვითლის მიზეზი. პირველი საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენება სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევები, კერძოდ ბილირუბინის დონის განსაზღვრა და მისი ფრაქციების შესაბამისობა; პირდაპირი ფრაქციის სიჭარბე დამახასიათებელია მექანიკური სიყვითლისათვის; სისხლის შრატის ტრანსამინაზებისა და ტუტე ფოსფატაზის გამოკვლევა (მათი მომატება დამახასიათებელია პარენქიმატოზური სიყვითლისათვის). პერორალური და ინტრავენური ქოლეცისტოგაფია მექანიკური სიყვითლის დროს არ გამოიყენება, ვინაიდან ღვიძლის ელიმინაციური ფუნქციის მკვეთრი დქავეითების დროს იგი ვერ იძლევა ვერანაირ ინფორმაციას. განსკაუთრებით ინფორმატიულია ულტრაბგერითი გამოკვლევა, ენდოსკოპიური რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფია და სხვ. დამატებით მონაცემებს იძლევა ღვიძლის სკანირება, ღვიძლის ანგიოგრაფია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები