სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

კანდიდოზი – დაავადებების ჯგუფი, რომლებსაც იწვევს Candida – ს ტიპის საფურისებრი სოკოები. მათი აღმოჩენა შეიძლება ხილში, ბოსტნეულში, გამდინარე წყალში და ა. შ.; ასევე წარმოადგენენ პირის ღრუს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, საშოს, ჯანმრთელი ადამიანების კანის ხშირ მობინადრეებს (საპროფიტები). სოკოების ეგზოგენური გადაცემა ხდება კონტაქტური, შესაძლოა ჰაერ – წვეთოვანი გზით, ასევე საკვებად იმ პროდუქტების გამოყენებით, რომლებიც შეიცავენ საფუარისებრ სოკოებს. კანდიდოზის წარმოქმნას ხელს უწყობს ორგანიზმის დამცველობითი

kandidozi

ძალების დათრგუნვა (მძიმე დაავადებები, სიმსივნეები, შაქრიანი დიაბეტი, ავიტამინოზები და ა. შ.), ასევე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ხანგრძლივი უკონტროლო მიღება, რომლებიც თრგუნავენ ლორწოვანი გარსებისა და კანის ნორმალურ მიკროფლორას. განასხვავებენ კანის კანდიდამიკოზს, შინაგანი ორგანოების იზოლირებულ კანდიდამიკოზს, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ფილტვების, შარდსასქესო სისტემის, საშოს კანდიდამიკოზს, კანდიდოზურ სეფსისს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის კანდიდოზი ხშირად ვლინდება პირის ღრუს, ხახის ლორწოვანი დაზიანებით; ხასიათდება წვრილი წითელი ლაქების გაჩენით, მოგვიანებით წერტილოვანი თეთრი ნადებით ენის, ლოყების, ხახის ლორწოვანზე, რომლებიც შესაძლოა გაერთიანდნენ, წარმოქმნან მკაფიოდ გამოხატული კერები, დაფარული რძისფერი – თეთრი აპკით, რომლის მოხსნისას ვლინდება ეროზიული ზედაპირი. ავადმყოფები უჩივიან წვას პირის ღრუში, მტკივნეულობას, ღეჭვისა და ყლაპვის გაძნელებას. საყლაპავის დაზიანება ხშირად ლოკალიზებულია მის შუა მესამედში, ხასიათდება მისი ლორწოვანი გარსის შეშუპებითა და ჰიპერემიით, დაწყლულებით, მტკივნეული დისფაგიით.

კუჭისა და ნაწლავების კანდიდამიკოზი საკმაოდ იშვიათია და მიმდინარეობს კატარული ან ეროზიული გასტრიტის, ენტერიტის, ენტეროკოლიტის სახით. კუჭ – ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი კანდიდამიკოზის მძიმე ფორმები შესაძლოა გართულდნენ კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენით, პერფორაციითა და პერიტონიტის განვითარებით. კანდიდოზური სეფსისი წარმოადგენს კანდიდოზის გენერალიზებულ ფორმას, რომელიც ხასიათდება ავადმყოფის მძიმე საერთო მდგომარეობით, ჰექტიური ცხელებით, აბსცესების წარმოქმნით სხვადასხვა ორგანოებში; ხშირად აღინიშნება ჩირქოვანი მენინგიტი, წყლულოვანი ენდოკარდიტი. პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში არაკეთილსაიმედოა. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კანდიდამიკოზური დაზიანების დიაგნოზის დადგენა ხდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დამახასიათებელი დაზიანებით, რომელიც შერწყმულია საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოების დაზიანების სიმტომებთან. საყლაპავის, კუჭის, მსხვილი ნაწლავის დაზიანების განსაზღვრა შესაძლებელია ენდოსკოპიურით გამოკვლევით. უტყუარია კანდიდოზის დიაგნოსტიკა საფუარისებრი სოკოების ლაბორატორიული გამოყოფით, ასევე სოკოების აღმოჩენით ჰისტოლოგიურ პრეპარატებში, რომლებიც მიღებულია ბიოფსიით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1860 times by 977 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka