სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ფაღარათი (დიარეა) – თხიერი განავლის გახშირებული გამოყოფა (დღეში 2 – ჯერ მეტად), რაც დაკავშირებულია ნაწლავის შიგთავსის დაჩქარებული გადაადგილებასთან მისი პერისტალტიკის გაძლიერების შედეგად, მსხვილ ნაწლავში წყლის შეწოვის დარღვევასთან და ნაწლავის კედლის მიერ ანთებითი სეკრეტის ან ტრანსუდატის გამოყოფასთან. უმრავლეს შემთხვევებში ფაღარათი წრმოადგენს მწვავე ან ქრონიკული კოლიტის, ენტერიტის სიმპტომს. ინფექციური ფაღარათები აღინიშნება დიზენტერიის, სალმონელოზის, კვებითი ტოქსიკოინფექციების, ვირუსული დაავადებების, ამებიაზის და სხვ. დროს. ალიმენტური ფაღარათი შესაძლოა გამოწვეული იყოს არასწორი კვებით, ან ამა თუ იმ საკვები პროდუქტისადმი ალერგიით. დისპეფსიური ფაღარათები აღინიშნება საკვები მასების გადამუშავების მოშლისას, რაც გამოწვეულია კუჭის სეკრეტორული და  კუჭქვეშა ჯირკვლის ან წვრილი ნაწლავის მიერ ზოგიერთი ფერმენტის უკმარისობით. ტოქსიკური ფაღარათები თან ახლავს ურემიას, ვერცხილსწყლით, დარიშხანით მოწამვლას. მედიკამენტოზური ფაღარათები შესაძლოა შედეგი იყოს ნაწლავის ფიზიოლოგიური მიკროფლორის დათრგუნვისა და დისბაქტერიოზის განვითარების. ნევროგენური ფაღარათები აღინიშნება ნაწლავის მოტორული ფუნქციის ნერვული რეგულაციის მოშლისას. დეფეკაციის სიხშირე სხვადასხვაგვარია, განავალი – წყლიანი ან ფაფისებურია. მაგალითად, დიზენტერიის დროს განავალს აქვს თავდაპირველად მკვრივი კონსისტენცია, შემდეგ ხდება თხიერი, მცირე რაოდენობის, ჩნდება ლორწო და სისხლი; ამებიაზის დროს – შეიცავს მინისებრ ლორწოსა და სისხლს, ზოგჯერ სისხლით გაჟღენთილია ლორწო და განავალი ღებულობს მალინისებრი ჟელეს სახეს. ფაღარათის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს ტკივილი მუცელში, ყურყური, მუცლის შებერვა, ტენეზმები. მსუბუქი და ხანმოკლე ფაღარათები მცირედ ზეგავლენას ახდენს ავადმყოფის მდგომარეობაზე, მძიმე და ქრონიკულები იწვევენ ავადმყოფის გამოფიტვას, ჰიპოვიტამინოზებს, გამოხატულ ცვლილებებს ორგანოებში. ფაღარათის მიზეზის დასადგენად ატარებენ კოპროლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას. ფაღარათის სიმძიმეზე მსჯელობა შეიძლება ნაწლავში კარბოლენის პასაჟის ან ბარიუმის სულფატის გადადგილების სიჩქარის მიხედვით, რენტგენოლოგიური გამოკვლევით. ქოლერაზე, სალმონელოზზე, კვებით ტოქსიკოინფექციაზე ეჭვისას ავადმყოფები საჭიროებენ დაუყონებლივ ჰოსპიტალიზაციას ინფექციურ განყოფილებაში. მკურნალობა მიმართულია მიზეზების აღკვეთისაკენ, რომელმაც გამოიწვია ფაღარათი. მაგალითად, ჰიპოვიტამინოზების დროს პარენტერალურად შეჰყავთ შესაბამისი ვიტამინები, კუჭის აქილიის დროს ინიშნება კუჭის წვენი ან მისი შემცვლელები, კუჭქვეშა ჯირკვლის უკმარისობისას – პანკრეატინი ან პანზინორმი, ფესტალი და სხვ. ფაღართის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის ინფექციასთან, ნაჩვენებია დამზოგავი დიეტა, ხშირი, ულუფებად კვება, საკვების კარგად დაღეჭვა.  

ვირუსული დიარეა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე საექიმი პრაქტიკაში. წამყვანი ეტიოლოგიური ფაქტორია როტავირუსი.  მოზრდილებში როტავირუსი ხშირად ხდება გასტროენტერიტის გამოწვევი. როტავირუსული ინფექციის ლატენტური პერიოდი ერთიდან რამდენიმე დღემდეა. ვირუსული გასტროენტერიტის დასაწყისი მწვავეა – იწყება ღებინებით, ბავშვებში საკმაოდ გამოხატულია; შემდეგში ვითარდება ფაღარათი, ასევე ინფექციის ზოგადი სიმპტომები: თავის ტკივილი, ცხელება, მაგრამ ეს მოვლენები, როგორც წესი გამოხატულია ზომიერად. მუცელში ტკივილები დამახასიათებელი არ არის ვირუსული გასტროენტერიტისათვის. ფაღარათს აქვს წყლიანი ხასიათი, დაკარგული სითხე შეიცავს მცირე რაოდენობის ცილას, მაგრამ დიდი რაოდენობით მარილებს. ეს სურათი მოგვაგონებს სეკრეტორულ ფაღარათს, რომელიც გამოწვეულია ქოლერის ვიბრიონით ან ნაწლავის ჩხირის ენტეროტოქსინებით; მან შეიძლება გამოიწვიოს სითხის მასიური დაკარგვა, საათში 1 ლ – მდე მოზრდილებში. ვირუსული ფაღარათის დროს მსხვილი ნაწლავი არ ზიანდება და განავალში არ არის ლეიკოციტები; ვირუსული ფაღარათი მოზრდილებში გრძელდება 1 – 3 დღე, ბავშვებში ორჯერ მეტად. გამოხატულმა დეჰიდრატაციამ შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეუქმნას ავადმყოფის სიცოცხლეს. თერაპია ითვალისწინებს დაკარგული სითხის შევსებას. ეს შევსება შესაძლებელია მოხდეს ინფუზურად, ასევე შიგნით მიღებით. სითხის რაოდენობამ უნდა შეადგინოს 1,5 ლ განავლის 1 ლ – ზე, მაგრამ ძირითადი მაჩვენებელს წარმოადგენს კანის, ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების ხილული ავსება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1903 times by 1285 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka