სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები 

ეტიოლოგია, პათოგენეზი. საჭმლის მომნელებელი ორგანოების ალერგიული დაზიანება შესაძლოა იყოს საკვებისმიერი, წამლისმიერი, ბაქტერიული და სხვა წარმოშობის. კვებითი ალერგია ვითარდება ზოგიერთი ბოსტნეულის, ხილის, კენკრის, სოკოების, ზღვის იშვიათი და თევზეული პროდუქტების მიღებით. ალერგია შეიძლება განვითარდეს აგრეთვე წამლების მიღების შემდეგ, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი მასენსიბილიზირებელი თვისებები (ანტიბიოტიკები, სულფანილამიდური პრეპარატები, ჰიდრაზინები, ატოფანი, პირაზოლონის წარმოებულები და სხვ.). საჭმლის მომნელებელი სისტემის ალერგიული დაზიანება შესაძლებელია ორგანიზმში ზოგიერთი ალერგენების ინჰალაციური შეღწევითაც მოხდეს – ყვავილების მტვერი, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების მტვერი და ორთქლი. ალერგია შეიძლება გამოიწვიოს კუჭ – ნაწლავის ტრაქტში მოპარაზიტე უმარტივესებმა, ჰელმინთებმა, ასევე ბაქტერიების დაშლის პროდუქტებმა. ალერგიული რეაქციების პროვოცირება შესაძლოა გამოიწვიოს ავადმყოფის ფსიქიკურმა მდგომარეობამ, მეტეოროლოგიურმა ფაქტორებმა; ქალებში სიმპტომების გამწვავება ზოგჯერ დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან.

საჭმლის მომნელებელი ორგანოების ალერგიული დაზიანება შესაძლოა იყოს მწვავე და ქრონიკული, მიმდინარეობდეს შეტევით, სიმპტომების არარსებობის მეტ – ნაკლები ხანგრძლივობის პერიოდებით. კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ალერგიული დაზიანება შესაძლოა გამოვლინდეს რეგიონალური შეშუპებებით (კვინკეს ტიპის), ლორწოვანი გარსების ჰიპერემიის უბნებით, პეტექიებითა და შედარებით მსხვილი ჰემორაგიებით; შესაძლოა აღინიშნებოდეს მუცლის ღრუს ლიმფური კვანძების გადიდება. ღვიძლის ალერგიული დაზიანება ვლინდება ქოლესტაზური, იშვიათად პარენქიმული ჰეპატიტისა და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის სახით, განსაკუთრებულ შემთხვევებში – ღვიძლის პარენქიმის მრავლობითი მასიური ნეკროზებით; ზოგჯერ ადგილი აქვს გრანულომატოზურ ჰეპატიტს. საჭმლის მომნელებელი ორგანოებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები საკმაოდ იშვიათად გამოდიან პირველ ადგილზე ალერგიული რეაქციის საერთო კლინიკურ სურათში. საყლაპავის დაზიანების დროს აღინიშნება დისფაგია და მკერდუკანა ტკივილი. კუჭ – ნაწლავის დაზიანება ვლინდება ტკივილით მუცელში, ზოგჯერ აბდომინური კრიზებით, რომლებიც იძლევიან მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიული დაავადებების სიმულაციას. შესაძლოა აღინიშნებოდეს კუჭ – ნაწლავისმიერი სისხლდენები. ღვიძლის დაზიანება ვლინდება მისი გადიდებით, სიყვითლით, ბიოქიმიური მაჩვენებლების ცვლილებებით; მძიმე შემთხვევები მიმდინარეობს ღვიძლის პარენქიმის მასიური ნეკროზით და მთავრდება ღვიძლის უკმარისობითა და ავადმყოფის სიკვდილით რამდენიმე დღეში. დიაგნოზის დადგენა ხდება სხვა ალერგიული გამოვლინებების, ასევე გარკვეულ ფაქტორთან კავშირის საფუძველზე, რომელიც საეჭვოს ხდის ვიფიქროთ დაავადების ალერგიულ წარმოშობაზე. სისხლში მნიშვნელოვანი ეოზინოფილია ასევე საფუძველს იძლევა ვიფიქროთ დაავადების ალერგიულ წარმოშობაზე.
მკურნალობა. აუცილებელია ალერგენის მოქმედების თავიდან აცილება, დიეტა; ტარდება მასენსიბილიზირებელი თერაპია; მძიმე შემთხვევებში, რომლებიც არ ექვემდებარება ზოგად თერაპიას, ინიშნება გლუკოკორტიკოიდული პრეპარატები.

პროფილაქტიკა

ტექსტი. პროფილაქტიკა. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი. ტექსტი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 996 times by 547 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka