სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ნაწლავური ლიპოდისტროფია – სისტემური დაავადება, უპირატესად წვრილი ნაწლავის დაზიანებითა და ცხიმების შეწოვის მოშლით. საკმაოდ იშვიათი დააავადებაა; გვხვდება უპირატესად საშუალო და ხანდაზმული ასაკის მამაკაცებში.

ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. ძირითადი სიმპტომებია ფაღარათი (დღეში 5 – 15 – ჯერ), ზოგადი გამოფიტვა, კოლიკური ტკივილები მუცელში, სისუსტე. განავალი უხვი, ღია ფერისაა, ქაფიანი ან მაზისებურია; ხშირად აღინიშნება მიგრირებადი პოლიართრიტები, მშრალი ხველა, შესაძლებელია სუბფებრილიტეტი. კანი მშრალი და ჰიპერპიგმენტირებულია; პერიფერიული ლიმფური კვანძები გადიდებულია, მკვრივი, მაგრამ უმტკივნეულოა. ზოგჯერ ვლინდება პოლისეროზიტის ნიშნები. მუცელი გადიდებული, რბილია, რიგ შემთხვევებში პალპაციით შესაძლებელია განისაზღვროს კეროვანი გამკვრივება წვრილი ნაწლავის ჯორჯლის მიმაგრების ადგილზე, გადიდებული ლიმფური კვანძების კონგლომერატით წარმოქმნილი. შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოპროტეინემიური შეშუპებები ფეხებზე. სისხლში ვლინდება ზომიერი ნეიტროფილური ლეიკოციტოზი (რიგ შემთხვევებში ეოზინოფილია), ჰიპოპროტეინემია, ჰიპოქოლესტერინემია, ჰიპოკალციემია. დამახასიათებელი ნიშანია განავალში დიდი რაოდენობის ნეიტრალური ცხიმის, ცხიმოვანი მჟავების კრისტალები, გადაუმუშავებელი კუნთოვანი ბოჭკოების არსებობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევებით ვლინდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანის ნაოჭების გასქელება, მისი ტონუსისა და პერისტალტიკის დაქვეითება.

დიაგნოზის დადგენა ხდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ასპირაციული ბიოფსიით: ბიოპტატების ჰისტოლოგიური გამოკვლევით ვლინდება ნაწლავის ხაოების ატროფია და მოცემული დაავადებისათვის დამახასიათებელი მაკროფაგები ქაფიანი პროტოპლაზმით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ქრონიკულ ენტერიტთან, ენტეროკოლიტთან, ევროპულ და ტროპიკულ სპრუსთან, ექსუდაციურ ენტეროპათიასთან, ქრონიკულ პანკრეატიტთან.

მიმდინარეობა. დაავადება იწყება შეუმჩნევლად, თანდათანობით, პოლიართრალგიებით ან ზომიერი ფაღარათით; შემდგომ სწრაფად პროგრესირებს, ვითარდება ნაწლავური მონელებისა და შეწოვის გამოხატული დარღვევები. ავადმყოფთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2 წელია. პროცესის გამწვავების დროს მკურნალობა ტარდება სტაციონარში. ინიშნება დიეტა ცილის, ვიტამინების მომატებული შემცველობითა და ცხიმების შეზღუდვით. მედიკამენტოზურ თერაპიას ატარებენ გლუკოკორტიკოსტეროდული ჰორმონებითა და ანტიბიოტიკებით; ხანგრძლივად ინიშნება ვიტამინები, განსაკუთრებით ცხიმში ხსნადი, ასევე ფერმენტული პრეპარატები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1137 times by 547 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka