ლალი დათეშიძე
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
პორტული ჰიპერტენზიის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება კარის ვენის სისტემაში წნევის მომატებით, ბუნებრივი პორტოკავალური ანასტომოზების გაფართოებით, სპლენომეგალიით. განასხვავებენ პორტული ჰიპერტენზიის ღვიძლგარე, ღვიძლშიგა და შერეულ ფორმებს. გამოყოფენ აგრეთვე პორტული ჰიპერტენზიის მწვავე და ქრონიკულ სინდრომებს. კარის ვენაში სისხლის მიმოქცევის გაძნელება იწვევს მისი ანასტომოზების გაფართოებას; ხდება საყლაპავისა და კუჭის ვენების, ჰემოროიდალური წნულის ვარიკოზული გაფართოება; ფართოვდება ზედაპირული ვენები, რომლებიც მიემართებიან ჭიპიდან (,,მედუზას თავის” სიმპტომი). სისხლის შეგუბების, კარის ვენაში წნევის მომატების, ასევე ჰიპოალბუმინემიის გამო, წარმოიქმნება ასციტი, დიდდება ელენთა.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ადრეულ სტადიაზე მიმდინარეობს უსიმპტომოდ, შედარებით გვიანი სტადიებისათვის დამახასიათებელია ასციტი, ჰემოროიდალური და კანქვეშა ჭიპის ირგვლივი ვენების გაფართოება, განმეორებითი ჰემოროიდალური ან საყლაპავ – კუჭის პროფუზული სისხლდენები; დიაგნოზი დასტურდება საყლაპავის კონტრასტული რენტგენოგრაფიით. შედარებით უფრო ზუსტია წნევის განსაზღვრა საყლაპავის ვენებში, თუმცა უფრო ხშირად ტარდება სპლენომანომეტრია; პორტული ჰიპერტენზიის დროს წნევა ელენთაში მატულობს 70 – 150 – დან 300 – 600 მმ.ვწყ.სვ და მეტად. სპეციალური რენტგენოლოგიური მეთოდები – სპლენოპორტოგრაფია და ტრანსუმბილიკალური პორტოჰეპატოგრაფია – აუცილებელ შემთხვევებში საშუალებას იძლევა დადგინდეს პორტული სისხლმიმოქცევის დარღვევების მიზეზი.
მიმდინარეობა და პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, რამაც გამოიწვია პორტული ჰიპერტენზია, და თანდართულ გართულებებზე, რომელთაგან განსაკუთრებით საშიშია საყლაპავ – კუჭის სისხლდენები. ასციტური სითხის დიდი რაოდეობით სწრაფი ამოღებამ და დიურეტიკების დიდი რაოდენობით დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის კომის განვითარება. ქირურგიული მკურნალობის გარეშე ავადმყოფები, რომლებსაც აღენიშნებათ საყლაპავ – კუჭის სისხლდენები, ცოცხლობენ არა უმეტეს 1 – 1,5 წლისა. მკურნალობა ქირურგიულია (პორტოკავალური ან სპლენორენალური ანასტომოზის დადება). ავადმყოფებს ეკრძალებათ ფიზიკური დატვირთვები.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1136 times by 617 viewers



