სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

პოსტჰეპატიტური სინდრომი (პოსტჰეპატიტური ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე პოსტჰეპატიტური) – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ნარჩენი მსუბუქი ჰიპერბილირუბინემიით, სისხლში უპირატესად არაპირდაპირი (თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის მომატებით, რაც ვლინდება ავადმყოფთა ნაწილში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე (ჩვეულებრივ ვირუსული) ჰეპატიტი, ღვიძლის სხვა ფუნქციონალური და მორფოლოგიური ცვლილებების ნიშნების გარეშე. ზოგჯერ ავადმყოფებს აღენიშნებათ საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მსუბუქი დისპეფსიური მოვლენები. ღვიძლი ნორმალური ზომისაა ან მცირედ გადიდებული, უმტკივნეულოა. რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში აღინიშნება სიმპტომების სრული რეგრესი.
მკურნალობა. ავადმყოფებს სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ. დიეტა: ცხარე და ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლური სასმელების გამორიცხვა. რეკომენდებულია მსუბუქი ნაღვლმდენი საშუალებები კურსობრივად, ვიტამინოთერაპია. სითბური და ელექტრული პროცედურები ღვიძლის არეში რეკომენდებული არ არის. ავადმყოფთა შრომისუნარიანობა შენარჩუნებულია, მაგრამ აუცილებელია ფიზიკური და ნერვული გადაძაბვების შეზღუდვა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 735 times by 339 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka