ლალი დათეშიძე
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
საყლაპავის პეპტიკური წყლული – საყლაპავის ქვედა ნაწილის კედლის დაწყლულება, განპირობებული საყლაპავში გადასული კუჭის წვენის პროტეოლიზური მოქმედებით კარდიის უკმარისობის დროს. ხშირად შერწყმულია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქართან ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებასთან. საყლაპავის პეპტიკური წყლულები ხშირად ერთეულია, მაგრამ შეიძლება იყოს მრავლობითიც.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ძირითადი მნიშვენლობა აქვს საყლაპავის კედლის ტროფიკის დარღვევას და მასზე აქტიური კუჭის წვენის მუდმივად ზემოქმედებას, კარდიის უკმარისობისა და კუჭ-საყლაპავის რეფლუქსის შედეგად. განსაკუთრებით ხშირად აღინიშნება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს, საყლაპავ-კუჭის არეში ოპერაციის შემდეგ, სისტემური სკლეროდერმიის დროს. კუჭის პერისტალტიკის დარღვევა და კარდიის ტონუსის მომატება, ასევე წარმოადგენენ ერთ-ერთ პათოლოგიურ ფაქტორებს საყლაპავის პეპტიკური წყლულის განვითარებისათვის.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ძირითადი სიმპტომია ტკივილი მკერდუკანა ან ეპიგასტრულ არეში, რომელიც წარმოიქმნება ან ძლიერდება ჭამის დროს

ან მის დამთვრებისთანავე, ზოგჯერ მწოლიარე მდგომარეობისას. ხშირად ტკივილი მოგვაგონებს კორონარულ ტკივილს. ხშირია დისფაგია, ბოყინი, ამოქაფება კუჭის მჟავე შიგთავსით. გულძმარვა და ბოყინი ძლიერდება სხეულის დახრისას ან მწოლიარე მდგომარეობის დროს. რენტგენოლოგიურად პეპტიკური წყლული ვლინდება ნიშის სახით. განსაკუთრებით უტყუარი მეთოდია ეზოფაგოსკოპია. კოპროლოგიური გამოკვლევით ხშირად ვლინდება დადებითი რეაქცია ფარულ სისხლდენაზე.
გართულებები: პროფუზული სისხლდენა, წყლულის პერფორაცია, საყლაპავის სტრიქტურები წყლულის დანაწიბურებისას, საყლაპავის ნაწიბუროვანი დამოკლება.
მკურნალობა ტარდება სტაციონარში; ინიშნება წყლულის საწინააღმდეგო დიეტა. რეკომენდებულია საწოლში სხეულის ზედა ნახევრის აწეულ მდგომარეობაში ყოფნა. ინიშნება შემკვრელი და ანტაციდური ნივთიერებები. სპამოლიზური და ქოლიონოლიზური პრეპარატები

გამოიყენება მხოლოდ შესაბამისად ეზოფაგოსპაზმის არსებობისას, ვინაიდან ისინი აქვეითებენ კარდიალური სფინქტერის ტონუსს და შესაძლოა გააძლიერონ კუჭ-საყლაპავის რეფლუქსი. მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივია (1,5-2 თვე). ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია კონსერვატული თერაპიის არაეფექტურობისას, ასევე გართულებების დროს. პეპტიკური წყლულით დაავადებულები საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობასა და სისტემატურ ანტირეციდივულ მკურნალობას.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1158 times by 600 viewers



