სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

ჰიპერინსულინიზმი  (ჰიპოგლიკემიური დაავადება) – დაავადება, რომელიც ხასიათდება ჰიპოგლიკემიის შეტევებით, რაც განპირობებულია ინსულინის დონის აბსოლუტური ან შეფარდებითი მომატებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ლანგერჰანსის კუნძულების სიმსივნე (ინსულინომები), კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების დიფუზური ჰიპერპლაზია, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, კუჭქვეშა ჯირკვლის გარე სიმსივნეები, რომლებიც ახდენენ ინსულინისმაგვარი ნივთიერებების სეკრეციას, სიმსივნეები, რომლებიც გაძლიერებულად შთანთქავენ გლუკოზას, კონტრინსულინური ჰორმონების პროდუქციის უკმარისობა. ჰიპოგლიკემია იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობის დარღვევას, სიმპათო-ადრენალური სისტემის აქტივობის მომატებას.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადდებიან უპირატესად ქალები 26-55 წლის ასაკში. ჰიპოგლიკემიის შეტევები ვითარდება უპირატესად დილაობით, ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ, ხოლო ფუნქციური ჰიპერინსულინიზმის დროს – ნახშირწყლების მიღების შემდეგ. მაპრვოცირებელი ფაქტორებია: ფიზიკური დატვირთვა, ფსიქიკური გადაძაბვები. დასაწყისში ქალებთან შეტევები შესაძლოა განმეორდეს მხოლოდ პრედმენსტრუალურ პერიოდში. შეტევა იწყება შიმშილის გრძნობით, ოფლიანობით, სისუსტით, კიდურების კანკალით, ტაქიკარდიით, შიშის გრძნობით, სიფერმკრთალით, დიპლოპიით, პარესთეზიებით, ფსიქიკური აგზნებით, არამოტივირებული მოქმედებებით, დეზორიენტაციით, დიზართრიით; შემდეგში აღინიშნება გონების დაკარგვა, კლონური და ტონური კრუნჩხვები, რომელიც ზოგჯერ მოგვაგონებს ეპილეფსიურ გულყრას, ასევე კომა, ჰიპოთერმიითა და ჰიპორეფლექსიით. ზოგჯერ შეტევები იწყება გონების უეცარი დაკარგვით. შეტევებს შორის პერიოდში ვლინდება სიმპტომები, რომლებიც განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით: მეხსიერების დაქვეითება, ემოციური არამდგრადობა, გარემოსადმი განურჩევლობა, პროფესიული ჩვევების დაკარგვა, მგრძნობელობის დაკარგვა, პარესთეზიები, პირამიდული უკმარისობის სიმპტომები, პათოლოგიური რეფლექსები.

დიაგნოსტიკა. ტარდება სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, ასევე იმუნორეაქტიული ინსულინისა და С-პეპტიდის. გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის ანგიოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, რეტროგრადული პანკრეატოდუოდენოგრაფია.

ინსულინომისა და სხვა ორგანოების სიმსივნეების მკურნალობა  ქირურგიულია. ფუნქციური ჰიპერინსულინიზმის დროს ინიშნება ულუფებად კვება, ნახშირწყების შეზღუდვით; ჰიპოგლიკემიის შეტევები კუპირდება ვენაში 40 -50 მლ 40%-იანი გლუკოზის ხსნარის შეყვანით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1734 times by 757 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka