სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

ჰიპოგონადიზმი (მამრობითი) – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ანდროგენების სეკრეციის უკმარისობით.

ეტიოლოგია – სასქესო ჯირკვლების თანდაყოლილი განუვითარებლობა, ტოქსიკური, ინფეციური, სხივური დაზიანება, ჰიპოფიზურ-ჰიპოთალამური სისტემის ფუნქციის მოშლა.

პათოგენეზი – სათესლეების მიერ სასქესო ჰორმონების სეკრეციის დაქვეითება. პირველადი ჰიპოგონადიზმის დროს ზიანდება უშუალოდ ტესტიკულური ქსოვილი, ხოლო მეორადის დროს სასქესო ჯირკვლების ჰიპოფუნქცია განპირობებულია ჰიპოფიზის გონადოტროპული ფუნქციის დაქვეითებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია ასაკზე, როდესაც განვითარდა დაავადება, და ანდროგენური უკმარისობის ხარისხზე. განასხვავებენ პუბერტულამდელ და პოსტპუბერტულ ფორმებს. თუკი სათესლეები დაზიანდა სქესობრივ მომწიფებამდე, ვითარდება ტიპიური ევნუქოიდური სინდრომი; დამახასიათებელია არაპროპორციული სიმაღლე ეპიფიზული ზონების გაძვალების დაგვიანების გამო, კიდურების დაგრძელება, გულმკერდისა და მხრის სარტყლის განუვითარებლობა. ჩონჩხის მუსკულატურა სუსტადაა განვითარებული, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი განაწილებულია ქალური ტიპით; ხშირია ჭეშმარიტი გინეკომასტია. კანი ფერმკრთალია. სუსტადაა განვითარებული მეორადი სასქესო ნიშნები: სახეზე და ტანზე თმიანობის არარსებობა, ხორხის განუვითარებლობა, მაღალი ხმა. სასქესო ორგანოები განუვითარებელია: სასქესო ასო მცირე ზომისაა, სათესლე პარკი ფორმირებულია, მაგრამ დეპიგმენტირებულია, ნაკეცების გარეშე, სათესლეები ჰიპოპლაზურია, წინამდებარე ჯირკვალი განუვითარებელია, ხშირად პალპალციით არ ისინჯება. მეორადი ჰიპოგონადიზმის დროს გარდა ანდროგენური უკმარისობის სიმპტომებისა, ხშირად აღინიშნება სიმსუქნე; ხშირია შინაგანი სეკრეციის სხვა ჯირკვლების ჰიპოფუნქცია – ფარისებრის, თირკმელზედა ჯირკვლების. შესაძლებელია აღინიშნოს პანჰიპოპიტუიტარიზმის სიმპტომატიკა. სქესობრივი ლტოლვა და პოტენცია არ აღინიშნება. თუკი სათესლეების ფუნქციის გამოვარდნა მოხდა სქესობრივი მომწიფების შემდეგ, როდესაც სქესობრივი განვითარება და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფორმირება უკვე დამთავრებულია, დაავადებების სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული. დამახასიათებელია სათესლეების შემცირება, სახისა და სხეულის თმიანობის შემცირება, კანის გათხელება და მისი ელასტიკურობის დაკარგვა, ქალური ტიპის სიმსუქნე, სასქესო ფუნქციის მოშლა, უნაყოფობა, ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი დარღვევები.

დიაგნოსტიკაში გამოიყენება რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემები. ჰიპოგონადიზმის დროს, რომელიც წარმოქმნება სქესობრივ მომწიფებამდე, აღინიშნება ,,ძვლოვანი“ ასაკის ჩამორჩენა პასპორტულ ასაკზე რამდენიმე წლით. სისხლში ტესტოსტერონის შემცველობა ნორმის ქვევითაა. პირველადი ჰიპოგონადიზმის დროს სისხლში აღინიშნება გონადოტროპინების დონის მომატება, ხოლო მეორადის დროს – მისი დაქვეითება, ზოგიერთ შემთხვევებში მათი შემცველობა შესაძლოა იყოს ნორმის ფარგლებში. ეაკულატის ანალიზით აღინიშნება აზოო- ან ოლიგოსპერმია, ზოგიერთ შემთხვევებში ეაკულატის მიღება ვერ ხერხდება. პროგნოზი სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა. დაავადება ქრონიკულია, მკურნალობის პროცესში შესაძლებელია შემცირდეს ანდროგენური უკმარისობის სიმპტომები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1197 times by 569 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka