ლალი დათეშიძე
ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ჰიპოფიზური ნანიზმი (ჯუჯოვნება) - დაავადება, რომელიც ხასიათდება ზრდისა და ფიზიკური განვითარების შეჩერებით. ჯუჯა სიმაღლედ ითვლება მოზრდილი მამაკაცის სიმაღლე 130 სმ-ზე ქვევით, ქალებში – 120 სმ-ზე ქვევით.
ეტიოლოგია. ეტიოლოგიური ფაქტორებიდან მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას, ჰიპოფიზური მიდამოს სიმსივნურ (კრანიოფარინგიომები, მენინგიომები, ქრომოფობული ადენომები), ტრავმულ, ტოქსიკურ და ინფექციურ დაზიანებას.
პათოგენეზი. ჰიპოფიზის სომატოტროპული ფუნქციის დაქვეითება ან გამოთიშვა, ჰორმონის ბიოლოგიური არააქტიურობა ან მის მიმართ პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობის დარღვევა.
სიმპტომები. ზრდის შეჩერება ვლინდება ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში, იშვიათად – სქესოსობრივი მომწიფების პერიოდში. სხეული ინარჩუნებს პროპორციებს. აღინიშნება ჩონჩხის დიფერენცირებისა და კბილების ცვლის დაგვიანება. კანი მშრალი, ფერმკრთალი და დანაოჭებულია, სუსტადა განვითარებული კანქვეშა ქსოვილი; ზოგჯერ აღინიშნება ცხიმის ჭარბი განვითარება გულმკერდზე, მუცელზე, ბარძაყებზე. სუსტადაა განვითარებული კუნთოვანი სისტემა. ჰიპოფიზის გონადოტროპული ფუნქციის გამოთიშვა ვლინდება სქესობრივი განვითარების უკმარისობით. მამრობითი სქესის ავადმყოფებში სასქესო ჯირკვლები და სასქესო ასო ასაკობრივ ნორმებთან შედარებით მცირე ზომისაა, სათესლე პარკი განუვითარებელია, განუვითარებელია მეორადი სასქესო ნიშნებიც. მდედრობითი სქესის ავადმყოფებში ასევე გამოხატულია ჰიპოგონადიზმის მოვლენები, შეჩერებულია მენსტრუაცია, განუვითარებელია სარძევე ჯირკვლები, მეორადი სასქესო ნიშნები. გონებრივი განვითარება ნორმალურია, დამახასიათებელი იუვენილური ნიშნებით. ნევროლოგიური გამოკვლევისას შესაძლებელია გამოვლინდეს ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების ნიშნები. დამახასიათებელია შინაგანი ორგანოების ზომების შემცირება, ჰიპოტენზია, ბრადიკარდია. შესაძლებელია მეორადი ჰიპოთირეოზისა და მეორადი ჰიპოკორტიციზმის მოვლენები. თურქული კეხი, როგორც წესი, შემცირებულია, ხშირია მისი დიაფრაგმის გაკირვა; ჰიპოფიზის სიმსივნის დროს ვლინდება თურქული კეხის გადიდება, მისი კედლების დესტრუქცია. მტევნებისა და სხივ-მაჯის სახსრები რენტგენოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება ჩონჩხის დიფერენცირებისა და გაძვალების შეფერხება. სისხლის შრატში ზრდის ჰორმონის ბაზალური კონცენტრაცია დაქვეითებული ან ნორმის ფარგლებშია, ინსულინის ან ადრენალინის შეყვანას არ ახლავს ზრდის ჰორმონის სეკრეციის მატება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მისი სეკრეციის ხანმოკლე და უმნიშვნელო მომატება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1504 times by 724 viewers



