ლალი დათეშიძე
ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ენდოკრინული ოფთალმოპათია - თვალის ორბიტის ქსოვილებისა და კუნთების ავტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს ეგზოფთალმსა და თვალის სიმპტომების კომპლექსის განვითარებას.
პათოგენეზი. დაავადებას საფუძვლად უდევს ავტოიმუნური დარღვევები, რაც იწვევს ექსტრაოკულური კუნთებისა და რეტრობულბური უჯრედისის ცვლილებებს: კუნთოვანი ბოჭკოების სტრუქტურის დარღვევას, დიფუზურ ინფილტრაციას ლიმფოციტებითა და პლაზმური უჯრედებით, მუკოპოლისაქარიდების დაგროვებას, კუნთებისა და ბადურის შეშუპებას, რაც განაპირობებს რეტრობულბური ქსოვილების მოცულობის ზრდას, მიკროცირკულაციის მოშლას, შემაერთებელი ქსოვილის შემდგომი ზრდითა და ფიბროზის განვითარებით. ხშირად შერწყმულია ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნურ დაავადებებთან.
სიმპტომები. ავადმყოფები უჩივიან ცრემლდენას, განსაკუთრებით ქარში, სინთლის შიშს, თვალებში ზეწოლის გრძნობას, გაორებას, თვალის კაკლების გადმოკარკვლას; აღინიშნება გამოხატული ეგზოფთალმი, ხშირად ორმხრივი. ეგზოფთალმომეტრიის დროს ნორმის პირობებში თვალის კაკლების გადმოსვლა შეესაბამება 15-18 მმ. ავადმყოფებში თვალის კაკლების გადმოსვლა შესაძლებელია აღემატებოდეს ამ მაჩვენებელს 2-8 მმ-ით. დაავადების შეშუპებითი ფორმის დროს აღინიშნება ქუთუთოების გამოხატული შეშუპება. პათოლოგიურ პროცესში ექსტრაოკულური კუნთების ჩართვისას პირველ პლანზე გამოდის მათი დაზიანებით გამოწვეული სიმპტომები: მებიუსის, გრეფეს, დალრიმპლის, შტელვაგის და სხვ.; ადგილი აქვს თვალის კაკლების მოძრაობის შეზღუდვას მათ სრულ უძრაობამდე. თვალის ფსკერზე ვლინდება ბადურის, მხედველობის ნერვების დისკოს შეშუპება, მხედველობის ნერვების ატროფია. აღინიშნება მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება, ცენტრალური სკოტომები. შესაძლებელია აღინიშნებოდეს რქოვანას დაწყლულება, მისი პერფორაცია, ინფექციის თანდართვა.
დიაგნოზისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეტრობულბური სივრცის ულტრაბგერით გამოკვლევას, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს დაზიანების სიმძიმე და გამოვლინდეს თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანებული ჯგუფები.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1458 times by 611 viewers



