ჰიპოფიზური უკმარისობა

ჰიპოფიზური უკმარისობა hypophysial [pituitary] cachexia, Simmonds’ disease

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰიპოფიზური უკმარისობა (პანჰიპოპიტუიტარიზმი, დიენცეფალურ-ჰიპოფიზური კახექსია, სიმონდსის დაავადება) – დაავადება, რომელიც ხასიათდება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის გამოთიშვით ან დაქვეითებით, პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლების მეორადი ჰიპოფუნქციით.

ჰიპოფიზური უკმარისობა – ეტიოლოგია. ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დაზიანება ინფექციების (სეფსისი, ენცეფალიტები, ტუბერკულოზი), სარკოიდოზის, ტრავმების, სიმსივნეების დროს ან სისხლძარღვოვანი დაზიანებების შედეგად.

ჰიპოფიზური უკმარისობა – პათოგენეზი. ჰიპოფიზის კორტიკოტროპული, გონადოტროპული, თირეოტროპული ფუნქციის გამოთიშვა ან დაქვეითება იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის, სასქესო ჯირკვალების, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითების ხარისხზე.

ჰიპოფიზური უკმარისობა – სიმპტომები: სისუსტე, ადინამია, აპათია, მოდუნება, უმადობა, წონაში დაკლება, კახექსია (სიმონდსის დაავადების დროს); ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის სიმპტომები, კანის სიმშრალე, სიფერმკრთალე, თმის დაცვენა თავზე, ბოქვენზე, იღლიისქვეშა ფოსოებში, წარბების გაცვენა, ძვლების მტვრევადობა, სახის შეშუპება, მცივანობა, ზოგადი დამუხრუჭება, ძილიანობა, ყაბზობა. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის აქტიურობის დაქვეითება იწვევს ადინამიას, ჰიპოტონიას, ჰიპოგლიკემიისადმი მიდრეკილებას, დისპეფსიურ დარღვევებს. ქალებში ჰიპოფიზის გონადოტროპული ფუნაციის მოშლა იწვევს ამენორეას, სარძევე ჯირკვლების ატროფიას, მამაკაცებში – იმპოტენციას. დიენცეფალური პათოლოგია შესაძლებელია გამოვლინდეს ძილის დაღვევებით, პოლიდიფსიით, ბულემიით. შიხენის დაავადების დროს შესაძლებელია აღინიშნებოდეს ჰიპოფიზის ტროპული ფუნქციების არაერთდროული და არათანაბარი გამოვარდნა, ამა თუ იმ ჯირკვლის ჰიპოფუნქციით. საწყისი სიმპტომებია: სისუსტე, თავბრუსხვევა, ანორექსია, აგალაქტია, ამენორეა. კლინიკურ სურათში ხშირად პირველ ადგილზე გამოდის ჰიპოკორტიციზმის სიმპტომები; გამოფიტვა, როგორც სიმონდსის დაავადების დროს, არ აღინიშნება.

ჰიპოფიზური უკმარისობა – დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზურ მონაცემებს, დამახასიათებელ კლინიკას, სისხლში და დღე-ღამის შარდში 17-ოქსიკორტიკოსტეროიდების შემცველობის დაქვეითებას; ხერხემლისრენტგენოლოგიური გამოკვლევით ხშირად ვლინდება ოსტეოპოროზის მოვლენები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..