ლალი დათეშიძე
ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ფეოქრომოციტომა - დაავადება, რომელიც განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ან მის გარეთ ლოკალიზებული ქრომაფილური ქსოვილის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნით.
პათოგენეზი. კატექოლამინების ჭარბი სეკრეცია (ადრენალინი, ნორადრენალინი).
სიმპტომები. დამახასიათებელია კრიზები არტერიული წნევის მკვეთრი მომატებით, რასაც ახლავს ნერვულ-ფსიქიკური, ენდოკრინული, კუჭ-ნაწლავისმიერი და ჰემატოგენური სიმპტომები (დაავადების პაროქსიზმული ფორმა). შეტევის დროს კლინიკა მოგვაგონებს სიმპათიკურ-ადრენალური კრიზის სიმპტომატიკას: ჩნდება შიშის გრძნობა, მოუსვენრობა, კანკალი, შემცივნება, კანის სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, ტკივილი მკერდში, გულის არეში, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა, სიმშრალე პირის ღრუში. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, ეოზინოფილია, ჰიპერგლიკემია; შეტევა მთავრდება პოლიურიით. კრიზი გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე; შესაძლებელია გართულდეს სისხლჩაქცევით თვალის ბადურაში, თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლით, ფილტვების შეშუპებით. როგორც წესი, შეტევები წარმოიქმნება უეცრად და პროვოცირდება ემოციური სტრესით, ფიზიკური დატვირთვით, სიმსივნის პალპაციით, სხეულის მდებარეობის მკვეთრი ცვლილებით. დაავადების სტაბილური ფორმის დროს აღინიშნება მუდმივად მაღალი ჰიპერტენზია, შესაძლებელია თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებები, თვალის ფსკერის ცვლილებები. აღინიშნება მომატებული აგზნებადობა, გუნებ-განწყობის ლაბილობა, დაღლილობა, თავის ტკივილი. ავთვისებიანი სიმსივნის დროს – ფეოქრომოციტომის – ხშირია სიგამხდრე, ტკივილები მუცელში; შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის განვითარება.
დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება თირკმელზედა ჯირკვლის უტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, რეტროპნევმოპერიტონეუმი (ტოპიკური დიაგნოსტიკა), შარდთან კატექოლამინებისა და მათი მეტაბოლიტების – ადრენალინის, ნორადრენალინის, ესკრეციის განსაზღვრა; ტარდება ფარმაკოლოგიური სინჯები ჰისტამინთან ან ტროპაფენომთან.
მკურნალობა ქირურგიულია (სიმსივნის ამოკვეთა).
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 4252 times by 1781 viewers



