ლალი დათეშიძე
ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ნაადრევი სქესობრივი განვითარება – სქესობრივი მომწიფება გოგონებში 8 წლამდე და ბიჭუნებში 10 წლის ასაკამდე.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ სისტემაში განვითარებული ცვლილებები განაპირობებენ ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ იწვევს სქესობრივ განვითარებას. სასქესო ჯირკვლებისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სიმსივნეების, ან მათი დისფუნქციის დროს ვითარდება ცრუ ნაადრევი სქესობრივი განვითარება: გონადოტროპინების სეკრეცია არ ძლიერდება, გონადები რჩებიან ინფანტილურები. გოგონებში ცრუ ნაადრევი სქესობრივი განვითარება შესაძლოა იყოს ჰეტეროსექსუალური ტიპის – ადრენოგენიტალური სინდრომის დროს, ან იზოსექსუალური – საკვერცხეების სიმსივნეების დროს, ბიჭუნებში – იზოსექსუალური.
სიმპტომები. ზრდის დაჩქარება და სხეულის მასის მომატება, სქესობრივ მომწიფებაში თანატოლების გასწრება. გოგონებში – სარძევე ჯირკვლების გადიდება, ბოქვენზე თმიანობის გაჩენა, სისხლიანი გამონადენი საშოდან, საშვილოსნოსა და დანამატების გადიდება, პრეპუბერტულ ან პუბერტულ პერიოდთან შესაბამისად; ზოგიერთ შემთხვევაში ვლინდება რეგულარული მენსტრუაციები. ბიჭუნებში აღინიშნება გარეთა სასქესო ორგანოების გადიდება, თმიანობის გაჩენა ბოქვენსა და სახეზე, ერექციები, პოლუციები. ვლინდება სისხლძარღვოვანი ქსელის გაძლიერება; ჩონჩხის დიფერენცირება დაჩქარებულია. ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა იწვევს ტანდაბლობას. შესაძლებელია გამოვლინდეს ნევროლოგიური სიმპტომები: თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, ბულიმია, პოლიდიფსია, თვალის მამოძრავებელი ნერვების დაზიანების სიმპტომები.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 878 times by 550 viewers



