სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

თირეოიდიტები - ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, განსხვავებულები ეტიოლოგიითა და პათოგენეზით. დიფუზურად გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ანთებას უწოდებენ სტრუმას.

მწვავე თირეოიდიტი – ჩირქოვანი ან არაჩირქოვანი; შესაძლოა იყოს დიფუზური ან კეროვანი. მწვავე ჩირქოვანი თირეოიდიტი ვითარდება მწვავე ან ქრონიკული ინფექციის ფონზე (ტონზილიტი, პნევმონია და სხვ.).

სიმპტომები: ტკივილი კისრის წინა ზედაპირზე, რომელიც ირადირებს კეფაში, ზედა და ქვედა ყბებში, ძლიერდება თავის მოძრაობის დროს, ყლაპვისას. ვლინდება კისრის ლიმფური კვანძების გადიდება; ტემპერატურის მომატება, შემცივნება; პალპაციით ფარისებრი ჯირკვლის მთლიანი წილი ან მისი ნაწილი მტკივნეული და გადიდებულია, ხოლო ფორმირებული აბსცესის დროს ვლინდება ფლუქტუაცია. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი, ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრა, ედსის მომატება. ფარისებრი ჯირკვლის სკანირების დროს აღინიშნება ,,ცივი უბანი“, რომელიც არ შთანთქავს იზოტოპს და შეესაბამება ანთებით კერას.

მწვავე არაჩირქოვანი თირეოიდიტი შესაძლებელია განვითარდეს ტრავმის, ჯირკვალში სისხლჩაქცევის, სხივური თერაპიის შემდეგ. მიმდინარეობს ასეპტიკური ანთების ტიპით. სიმპტომატიკა ნაკლებადაა გამოხატული, ვიდრე ფარისებრი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთების დროს.

ქვემწვავე თირეოიდიტი. ავადდებიან უპირატესად ქალები 30-50 წლის ასაკში; ვითარდება ვირუსული ინფექციების შემდეგ.

სიმპტომები: ტკივილი კისრის არეში, რომელიც ირადირებს კეფაში, ქვედა ყბაში, ყურებში, საფეთქლის მიდამოში; თავის ტკივილი, სისუსტე, ადინამია; მატულობს ტემპერატურა, ედსი, ლეიკოციტოზი. დაავადება  შესაძლებელია მიმდინარეობდეს სისხლის ცვლილებების გარეშე. დაავადების დასაწყისში ზოგჯერ აღინიშნება თირეოტოქსიკოზის სიმპტომები: ტაქიკარდია, ოფლიანობა, სიგამხდრე, ხელების ტრემორი. სისხლში – თირეოიდული ჰორმონების მატება, სკანირების დროს – ფარისებრი ჯირკვლით იზოტოპების მიტაცების შემცირება. გამოჯანმრთელების სტადიაში ქრება ფარისებრი ჯირკვლის მტკივნეულობა. ნორმალიზდება ედსი, თირეოიდული ჰორმონებისა და თირეოტროპინის დონეები სისხლში. დაავადება მიდრეკილია რეციდივებისაკენ, განსაკუთრებით განმეორებითი ვირუსული ინფეცქიების, გაცივების დროს.

ქრონიკული ფიბროზული თირეოიდიტი (რიდელის ჩიყვი) - უცნობი ეტიოლოგიის დაავადება.

სიმპტომები: ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური, იშვიათად კეროვანი გადიდება. ჯირკვალი მკვრივია, უძრავი, ყლაპვისას არ უძრავადაა, შეკავშირებულია გარემომცველ ქსოვილებთან. პროცესის პროგრესირებასა და გავრცელებას მთელს ჯირკვალზე თან ახლავს ჰიპოთირეოზის განვითარება. ჯირკვლის დიდი ზომების დროს ვლინდება კისრის ორგანოების გაჭყლეტის სიმპტომები: ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის, სუნთქვის გაძნელება. მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდია პუნქციური ბიოფსია.

ავტოიმუნური ქრონიკული თირეოიდიტი (ხაშიმოტოს თირეოიდიტი) – დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნური დაზიანება; წარმოიქმნება ანტისხეულები ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა კომპონენტებისადმი – თირეოგლუბულინის, მიკროსომალური ფრაქციის, თირეოტროპინის რეცეპტორებისადმი – ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსის წარმოქმნით,  რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დესტრუქციული ცვლილებებსა და ლიმფოიდური ინფილტრაციის განვითარებას.

სიმპტომები: ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური, ზოგჯერ არათანაბარი გადიდება; პალპაციით ჯირკვალი მკვრივ-ელასტიკური კონსისტენციისაა, მოძრავი. ჯირკვლის დიდი ზომების დროს ვლინდება კისრის ორგანოების გაჭყლეტის სიმპტომები. დაავადების განვითარებასთან ერთად დესტრუქციული ცვლილებები იწვევენ ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებს – თავდაპირველად ვლინდება ჰიპერთირეოზის მოვლენები, სისხლში დიდი რაოდენობით ადრე სინთეზირებული ჰორმონების გადასვლით, შემდეგში – ჰიპოთირეოზის მოვლენები. სისხლში თირეოიდული ჰორმონების შემცველობა დაქვეითებულია, თირეოტროპული ჰორმონისა – ნორმის ზევითაა.

დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს ანტითირეოიდული ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრას, პუნქციური ბიოფსიის მონაცემებს და  სკანირებას.

მკურნალობა. მწვავე თირეოიდიტის დროს – ანტიბიოტიკები , სიმპტომური საშუალებები, ვიტამინები. აბსცენდირების შემთხვევაში ტარდება ქირურგიული მკურნალობა. ქრონიკული ფიბროზული თირეოიდიტის დროს – ჰიპოთირეოზის მოვლენების არარსებობისას ნაჩვენებია ჩანაცვლებითი თერაპია თირეოიდული ჰორმონებით, კისრის ორგანოების გაჭყლეტის სიმპტომების დროს – ოპერაციული მკურნალობა. ქრონიკული ავტოიმუნური თირეოიდიტის დროს ინიშნება თირეოიდული ჰორმონები. ჩიყვის სწრაფად მზარდი, მტკივნეული ფორმების დროს, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დიდი ზომებისას, – ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1520 times by 727 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka