ლალი დათეშიძე
საკვერცხის ცისტომა – პროლიფერაციული ეპითელური კეთილთვისებიანი სიმსივნე. განასხვავებენ ცისტომის ორ ძირითად სახეს: სეროზულსა და მუცინურს. სეროზული ცისტომების დროს გაავთვისებიანობა აღინიშნება 10 – 15%-ში, ხოლო მუცინურის დროს – 3-5%-ში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ცისტომების განვითარება უსიმპტომოა. ზოგჯერ ავადმყოფები აღნიშნავენ ტკივილს მუცელში. მენსტრუალური ფუნქცია დარღვეული არ არის. გინეკოლოგიური გამოკვლევისას საშვილოსნოს უკან აღინიშნება მკვრივ-ელასტიკური კონსისტენციის სიმსივნური წარმონაქმნი. მუცინური ცისტომები ხშირად ცალმხრივია, სეროზული, ხშირად მიმდინარეობს ასციტით.
დიაგნოზი ეყრდნობა გინეკოლოგიურ გამოკვლევებს. საბოლოოდ დოაგნოზის დაზუსტება ხდება ოპერაციის დროს და ამოკვეთილი პრეპარატის ჰისტოლოგიური გამოკვლევით. მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციის მოცულობა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკსა და სიმსივნის ხასიათზე. დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ გინეკოლოგიურ გამოკვლევებს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1249 times by 734 viewers



