სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ვულვიტი, ვულვოვაგინიტი vulvitis, vulvovaginitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ვულვიტი - გარეთა სასქესო ორგანოების ანთება; ხშირად შერწყმულია ვაგინიტთან. წარმოიქმნება მექანიკური, ქიმიური ზემოქმედებებით, ინფექციის განვითარების შედეგად.

ვულვიტი - სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი და ქავილის გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, მწვავე სტადიაში გარეგანი დათვალიერებისას – ვულვის ქსოვილების ჰიპერემია და შეშუპება სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენით, შესაძლებელია დაწყლულება და ნადებების წარმოქმნა.

ვულვიტი - მკურნალობა. ტარდება საშოს და საშვილოსნოს ანთებითი დაავადებების მკურნალობა (იხ. ვაგინიტი, ცერვიციტი). საჭიროა მექანიკული და სხვა სახის გამაღიზიანებლების მოხსნა. მწვავე სტადიაში – წოლითი რეჟიმი, გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა დღეში 2-3-ჯერ კალიუმის პერმარგანატის თბილი ხსნარით, გვრილის ნაყენით, ბორის მჟავას 2%-იანი ხსნარით; ნაჩვენებია თბილი მჯდომარე აბაზანები კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით.

ვულვიტი - ვულვოვაგინიტი - საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების ანთება. ხშირია ბავშვთა ასაკში. გამომწვევია ნაწლავის ჩხირის ფლორა, ჰელმინთოზი (მახვილები). განმაპირობებელი ფაქტორებია: ექსუდაციური დიათეზი; ქრონიკული ტონზილოგენური ინტოქსიკაციით გამოწვეული ცვლილებები ორგანიზმში, პირადი ჰიგიენის დაუცველობა; მექანიკური ფაქტორები (საშოში უცხო სხეულის შეტანა).

ვულვიტი - ვულვოვაგინიტი - სიმპტომები, მიმდინარეობა. ქავილი და უხვი თეთრად შლა; ვულვა შეშუპებული და ჰიპერემიულია, საშოს ლორწოვანი ასევე ჰიპერემიულია წერტილოვანი ჰემორაგიებით. აღინიშნება უხვი ჩირქოვანი, ზოგჯერ სისხლნარევი გამონადენი.

ვულვიტი . მკურნალობა - იხ. ვულვიტი, ვაგინიტი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები


Views Counter v.0.10 Viewed 5048 times by 2546 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka