,,კატის ნაკაწრის” დაავადება

,,კატის ნაკაწრის” დაავადება
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

,,კატის ნაკაწრის” დაავადება – (კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი, არაბაქტერიული რეგიონალური ლიმფადენიტი) – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც წარმოიქმნება დაინფიცირებულ კატებთან კონტაქტის დროს – კბენის, გაკაწვრის, დანერწყვის დროს.
ხასიათდება ცხლებით, რეგიონალური ლიმფადენიტით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ზოგჯერ პირველადი ეფექტითა და ეგზანთემით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევი მიეკუთვნება ქლამიდიებს; ანტიგენური თვისებებით ახლოსაა ორნიტოზის გამოწვევთან. ინფიცირებული კატები ჯანმრთელები რჩებიან.

 სიმპტომები, მიმდინარეობა

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 60 დღემდე (ხშირად 2-3 კვირა). დაავადება შესაძლოა დაიწყოს მცირე ზომის წყლულის ან პუსტულის გაჩენით ნაკაწრის (ნაკბენის) ადგილზე, საერთო მდგომარეობა რჩება დამაკმაყოფილებელი.
დასნებოვნებიდან 15-30 დღის შემდეგ ვლინდება რეგიონალური ლიმფადენიტი – დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშანი. ხშირად დიდდება იღლიისქვეშა, იდაყვის, კისრის, იშვიათად სხვა ლიმფური კვანძები. ისინი აღწევენ 3-5 სმ-ს, მტკივნეულია პალპაციით, შეკავშირებული არიან გარემომცველ ქსოვილებთან. კვანძები შემთხვევათა 50%-ში ჩირქდება, მოყვითალო-მომწვანო ფერის სქელი ჩირქით.
ერთდროულად ვლინდება საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. ლიმფადენიტი შესაძლებელია შენარჩუნდეს რამდენიმე თვის განმავლობაში.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზს ადასტურებს კომპლემენტის შებოჭვის დადებითი რეაქცია ორნიტოზულ ანტიგენთან, თუმცა მრავალ ავადმყოფთან ეს რეაქცია რჩება უარყოფითი.

მკურნალობა

პრედნიზოლონი 20-30 მგ/დღეში 7-10 დღის განმავლობაში. დაჩირქების შემთხვევაში – პუნქცია ჩირქის ამოტუმბვით.
პროგნოზი კეთილსაიმედოა.

“კატის ნაკაწრის” დაავადება – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🐱 ,,კატის ნაკაწრის” დაავადება – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც წარმოიქმნება დაინფიცირებულ კატებთან კონტაქტის დროს:
✔️ კბენის;
✔️ გაკაწვრის;
✔️ დანერწყვის დროს
🔎 “კატის ნაკაწრის” დაავადება ხასიათდება:
➡️ ცხლებით;
➡️ რეგიონალური ლიმფადენიტით;
➡️ ღვიძლისა და ელენთის გადიდებით;
➡️ ზოგჯერ პირველადი ეფექტით;
➡️ ეგზანთემით
📅 ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 60 დღემდე (ხშირად 2-3 კვირა)
💊 მკურნალობის მიზნით გამოიყენება პრედნიზოლონი 20-30 მგ/დღეში 7-10 დღის განმავლობაში
💉 დაჩირქების შემთხვევაში – პუნქცია ჩირქის ამოტუმბვით
👉 გაიგეთ მეტი დაავადების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3vnSuVj
#კატისნაკაწრისდაავადება #კეთილთვისებიანილიმფორეტიკულოზი #არაბაქტერიულირეგიონალურილიმფადენიტი #ლიმფადენიტი #ლიმფურიკვანძებისშეშუპება #კატისნაკაწრისმკურნალობა #კატისნაკაწრისპროგნოზი #ინფექციურიდაავადება #კატისნაკბენი #ნაკაწრისდამუშავება #კატისცოფი #ღვიძლისგადიდება #ელენთისგადიდება #ცხელება #ეგზანთემა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian