ქუ ცხელება

ქუ ცხელება Query-fever

ქუ ცხელება – მწვავე რიკეტსიური დაავადება, რომელიც ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით, ცხელებით და ფილტვების ხშირი დაზიანებით. მიეკუთვნება ზოონოზებს. დასნებოვნება შესაძლებელია იყოს ტრანსმისიური, ალიმენტური ან ჰაერ-მტვროვანი.

ეპიდემიოლოგია

 ინფექციის წყაროს ადამიანისთვის წარმოადგენს ბერნეტის რიკეტსიით დაავადებული ცხვრები, თხები და ძროხები; საშიშია მათი გამონაყოფი, განსაკუთრებით შარდი, აგრეთვე ხორცი, ბეწვი და კანი, ზოგჯერ რძეც. ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასეთი ცხოველების არასკმარისად მოხარშული ან შემწვარი ხორცი, რძის, ბეწვის გამოყენებისას;
დასნებოვნება შეიძლება იყოს როგორც საოჯახო, ასევე სამრეწველო. გამომწვევს შეუძლია ორგანიზმში შეიჭრას ნახეთქების, ნაკაწრების და ნაჭდევების გზით. ინფექციის ორგანიზმში მოხვედრა, ასევე შესაძლებელია ჰაერ – წვეთოვანი გზით ზედა სასუნთქი გზებიდან, მაგალითად იმ პირებში, რომლებიც მისდევენ მატყლის დამუშავებას.
ცალკეულ შემთხვევებში ქუ ცხელებით დაავადებული ცხოველებიდან ადამიანზე ინფექციის გადაცემა ხდება გამაზოური ტკიპების საშუალებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია ბერტნერის რიკეტსია; მდგრადია გარემოში, არ ინაქტივირდება გამოშრობით, ინახება რძის პროდუქტებში პასტერიზაციის შემდეგაც. ინფექციის კარია სასუნთქი გზების ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსი.
დაინფიცირების გზები განსაზღვრავენ დაავადების კლინიკურ გამოვლინებებს. ჰაერ-მტვროვანი ინფიცირებისას წარმოიქმნება ზიანდება ბრონქები და ვითარდება პერიბრინქული ანთება. ჰემატოგენურად ზიანდება ასევე სხვა ორგანოებიც.

 სიმპტომები, მიმდინარეობა

ინკუბაციური პერიოდი – 14 – 21 დღე. დაავადების დაწყება მწვავედ – შემცივნებით, ტემპერატურის სწრაფი მომატებით, შეუძლოდ ყოფნით.
განასხვავებენ დაავადების შემდეგ კლინიკურ ფორმებს: 1) ციკლური (რომელიც თავის მხრივ იყოფა მწვავედ და ქრინიკულად), 2) სეფსისური, 3) მწვავე პნევმონიური, 4) ქვემწვავე პნევმონიური. შემთხვევათა 70 – 80% – ში დაავადება მიმდინარეობს ციკლური ფორმით;
ამასთან დაავადების პირველივე დღეებიდან აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა, საერთო სისუსტე, ტემპერატურა დაავადების მე – 4 – მე – 5 დღეზე აღწევს 38,5 – 40 გრადუსს და მომატებული რჩება დაავადების მე – 10 – მე – 20 დღემდე.
პირველი 5 – 10 დღის განმავლობაში აღინიშნება თავისა და კუნთების ტკივილი, უმადობა და ძილიანობა, ხახის ჰიპერემია, თეთრი ნადებით დაფარული ენა, ზოგჯერ გულისრევა და სახსრების ტკივილები, იშვიათად – ღვიძლისა და ელენთის უმნიშვნელო გადიდება. პულსი მცირედ ჩამორჩება ტემპერატურის დონეს.
დაავადების პიკზე, სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია, შედარებითი ლიმფოციტოზი, ედს – ის ზომიერი მატება. ქუ ცხელების სეფსისური ფორმის დროს, ტემპერატურული მრუდი განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, ვითარდება შეჟრჟოლება, ოფლიანობა, ელენთის გადიდება.
პნევმონია აღენიშნებათ ქუ ცხელებით დაავადებულების 10 – 15% – ს. დაავადების პნევმონიური ფორმები მიმდინარეობენ ხანგრძლივი ცხელებით, უპირატესად მშრალი ხველით;
ავადმყოფთა ნაწილს აღენიშნებათ მცირე რაოდენობით ნახველის გამოყოფა, რომელიც ზოგჯერ შეიცავს სისხლის ზოლებს. კლინიკური და რენტგენოლოგიური კვლევებით ვლინდება წვრილკეროვანი პნევმონია.
ავადმყოფთა 2 – 5% – ში დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში, რომლის ხანგრძლივობა 1 წელი და მეტია. შესაძლებელია დაავადების მსუბუქი, წაშლილი ფორმების განვითარება 5 – 7 დღიანი ცხელებითი პერიოდებით.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დაზუსტება ხდება სპეციფიკური ანტისხეულების აღმოჩენით, კომპლემენტის შებოჭვის რეაქციით. დიფერენცირებული დიაგნოზი ტარდება მუცლის ტიფთან, გრიპთან (დაავადების დასაწყისში), ბრუცელოზთან, ორნიტოზთან, სეფსისთან, ტულარემიასთან, პნევმონიებთან, ტუბერკულოზთან.

მკურნალობა

ანტიბიოტიკოთერაპია; ინიშნება ვიტამინების კომპლექსი, ფილტვების დაზიანების დროს დამატებით რეკომენდებულია ოქსიგენოთერაპია, ბრონქოდილატატორები.

პროგნოზი

პროგნოზიკეთილსაიმედოა; შრომისუნარიანობა აღდგენა მთლიანად.

ქუ ცხელება – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 Q ცხელება – მწვავე რიკეტსიური დაავადება, რომელიც ხასიათდება:
➡️ ზოგადი ინტოქსიკაციით;
➡️ ცხელებით;
➡️ ფილტვების ხშირი დაზიანებით
🐑 ინფექციის წყაროს ადამიანისთვის წარმოადგენს ბერნეტის რიკეტსიით დაავადებული ცხვრები, თხები და ძროხები
🆘 საშიშია მათი:
✔️ შარდი;
✔️ ხორცი;
✔️ ბეწვი;
✔️ კანი;
✔️ ზოგჯერ რძეც
🔎 განასხვავებენ დაავადების შემდეგ კლინიკურ ფორმებს:
📎 ციკლური (რომელიც თავის მხრივ იყოფა მწვავედ და ქრინიკულად);
📎 სეფსისური;
📎 მწვავე პნევმონიური;
📎 ქვემწვავე პნევმონიური
👉 შეიტყვეთ მეტი Q ცხელების შესახებ – https://bit.ly/3MI7ByR
#ცხელება #Qცხელება #ქიუცხელება #Qცხელებისსიმპტომები #Qცხელებისფორმები #Qცხელებისნიშნები #Qცხელებისდიაგნოსტიკა #Qცხელებისმკურნალობა #ციკლურიქიუცხელება #სეფსისუტრიქიუცხელება #მწვავეპნევმონიუირქიუცხელება #ქვემწვავეპნევმონიურიქიუცხელება #ცხოველებისგამონაყოფი #ზოონოზურიინფექციები #რიკეტსია #ბერნეტისრიკეტსია #რაარისQცხელება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.