სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ინფექციური დაავადებები

ცისტიცერკოზი

ეტიოლოგა. პათოგენეზი. გამომწვევია ღორის სოლიტერის ლარვული სტადია (ცისტიცერკი). ცისტიცერკოზი ვითარდება კუჭში ღორის სოლიტერის

ცისტიცერკი

კვერცხების მოხვედრისას. მთავარ როლს ასრულებს მექანიკური ზემოქმედება. ფუნქციის დარღვევა დამოკიდებულია ცისტივერკის ლოკალიზაციაზე.

ცისტიცერკი

სიმპტომები, მიმდინარეობა. ცენტრალური ნერვული სისტემის ცირკიცესტოზის დროს ზიანდება დიდი ჰემისფეროები, პარკუჭები და ტვინის ფუძე. წარმოიქმნება ეპილეპტოფორმული შეტევები, მენინგეალური

braincysts

მოვლენები, ფსიქიკური დარღვევები და სხვ. თვალის ცისტიცერკოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის სხვადასხვა დარღვევები სიბრმავის განვითარებამდე. რბილი ქსოვილების ცისტიცერკოზი მიმდინარეობს უსიმპტომოდ. დიაგნოსტიკისათვის, გარდა კლინიკური მონაცემებისა, გამოიყენება იმუნოლოგიური რეაქციები, ზურგის ტვინის სითხის უჯრედული შემადგენლობის მონაცემები, ქალას რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა. თვალის ცირკიცერკოზის დროს გამოიყენება ოფთალმოსკოპია.

მკურნალობა. ტვინისა და თვალის ცისტიცერკოზის მკურნალობა ქირურგიულია, ხოლო გავრცელებული ცისტიცერკოზის დროს – სიმპტომატური. ცისტიცერკოზის ახალი კერების თავიდან ასაცილებლად ტარდება დეჰელმინთიზაცია. პროგნოზი რბილ ქსოვილებში ლოკალიზაციისას კეთილასაიმედოა, ტვინის ცისტიცერკოზის დროს – სერიოზული.

პროფილაქტიკა. პირaდი ჰიგიენის დაცვა, ავადმყოფთა დროული გამოვლენა და მათი მკურნალობა.

ენტერობიოზი

ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია – მახვილა, რომელიც პარაზიტობს წვრილი და მსხვილი ნაწლავის ქვედა განყოფილებაში. შესაძლებელია ჭიისებრ წანაზარდში შეძრომა, ასევე ქალის სასქესო ორგანოებში. მახვილების სიცოცხლის ხანგრძლივობა 75 დღემდეა. მახვილები ახდენენ

hdc_0001_0003_0_img0201

მექანიკურ, ტოქსიკურ და ალერგიულ ზემოქმედებას ორგანიზმზე, იწვევენ ანთებით პროცესს ნაწლავში, პერიანალურ მიდამოში, სასქესო ორგანოებსა და  შარდგამომყოფ გზებში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ძირითადი სიმპტომია ქავილი უკანა ტანის მიდამოში ღამ-ღამობით, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე და მეორდება 3-4 კვირის შემდეგ. არაიშვიათია გულისრევა, მადის დაქვეითება, პირის ღრუს სიმშრალე, შეტევითი ტკივილები მუცელში, ფაღარათი ლორწოს

pinworms

შემცველი განავლით, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, მეხსიერების გაუარესება, გაფანტულობა, კრუნჩხვები (ბავშვებში). სისხლში ვლინდება ეოზინოფილია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტალღისებრი მიმდინარეობა. ზოგჯერ ვითარდება ნევრასთენული სინდრომი. მახვილამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნახეთქები, დერმატიტი და ეგზემა უკანა ტანის მიდამოში, შორისის, საზარდულის არეში, ასევე ვულვოვაგინიტი, პიელოცისტიტი და სხვ.

მკურნალობა. თერაპია ეფექტურია პირადი პროფილაქტიკის მკაცრის დაცვისა და ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობის დროს.

ექინოკოკოზი

ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ექინინოკოკის ლარვული სტადია, რომელიც პარაზიტობს ღვიძლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. წარმოადგენს ერთსაკნიან ბუშტს, რომელიც გარშემორტყმულია ორშრიანი

echinococcus

კაფსულითა და ავსებულია სითხით; ბუშტუკების ზომა ფეტვის მარცვლიდან ახალშობილი ბავშვის თავამდეა. ბუშტუკი ნელა იზრდება, იგი სიცოცხლისუნარიანია მრავალი წლის განმავლობაში. ადამიანის დასნებოვნება ხდება უფრო ხშირად ძაღლებიდან, რომლის ბეწვზეც

Echinococcosis

შესაძლებელია იყოს პარაზიტის კვერცხები. ექინოკოკის ბუშტუკი ახდენს მექანიკურ და ტოქსიკურ-ალერგიულ ზემოქმედებას ქსოვილებზე. მსხვილი ბუშტუკები ზეწოლას ახდენენ ქსოვილებზე, აზიანებენ მათ სისხლმიმოქცევას, იწვევენ ფუნქციის დარღვევებს. ტრავმებისა და ორსულობის დროს ბუშტუკის ზრდა ძლიერდება; დაუზიანებელი ბუშტუკებიდან სითხის შეწოვა იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების საწყისი სტადია ხშირად ვერ დიაგნოსტირდება. ღვიძლის დაზიანების დროს ადრეული სიმპტომია ტკივილები მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ეოზინოფილია, ჭინჭრის ციება და ცხელება. აღინიშნება ღვიძლის გადიდება, მისი ზედაპირის უსწორმასწორობა; შესაძლებელია სიყვითლის განვითარება, კარის ვენის გაჭყლეტის სინდრომი (ასციტი, შეშუპებები). რენტგენოლოგიურად ზოგჯერ ვლინდება ცისტის გაკირული გარსი, დიაფრაგმის მარჯვენა გუნბათის მაღლა დგომა. ფილტვების დაზიანების დროს შესაძლებელია სისხლიანი

ღვიძლის ექინოკოკი

ხველა, მშრალი ხველა, ქოშინი, პლევრიტის სიმპტომები. ზოგჯერ ცისტა ვლინდება მხოლოდ ავადმყოფის მიზანმიმართული გამოკვლევისას (რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი). ცისტის ფილტვებში გახსნის შემთხვევაში წარმოიქმნება მტანჯველი ხველა, უეცარი ქოშინი, ღებინება. ბრონქებიდან გამოიყოფა ექინოკოკური ბუშტის შემცველობა ღია ფერის წყლიანი ან ჩირქოვანი სითხით, რომელშიდაც შესაძლებელია იყოს ექინოკოკის ფრაგმენტები. მიმდინარეობა მრავალწლიანია. ავადმყოფთა მდგომარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება დამაკმაყოფილებელი. სახიფათოა დაჩირქებები და გასკდომა, ვინაიდან ასეთ დროს შესაძლებელია მოხდეს სხვა ორგანოების მოთესვა შვილელი ბუშტუკებითა და მკვეთრი ანაფილაქსიური რეაქციები კოლაფსისა და სიკვდილის დადგომამდეც კი.

დიაგნოზის დადგენა ხდება ეპიდემიოლოგიური ანამნეზით, კლინიკური სურათით, რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი გამოკვლევებითა და სეროლოგიური დიაგნოსტიკის მეთოდებით.
მკურნალობა ქირურგიული და სიმპტომატურია. პროგნოზი სერიოზულია, შესაძლო რეციდივებისა და გართულებების გამო.

პროფილაქტიკა. პირადი ჰიგიენის დაცვა ძაღლების მოვლისას, ცხოველების ტყავის გაძრობისა და დამუშავების დროს, ასევე ველური კენკრის მოკრეფისას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 3552 times by 1721 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka