ლალი დათეშიძე
სკლეროკისტური საკვერცხეების სინდრომი – ხშირად ვითარდება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევების, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დისფუნქციის ან საკვერცხეების პირველადი დაზიანების დროს (სტეროიდული ჰორმონების ბიოსინთეზის დარღვევა).
ვლინდება სხვადასხვა ხანგრძლივობის ამენორეით (ზოგჯერ ადგილი აქვს აციკლურ სისხლდენას), ჰირსუტიზმითა და ვირილური სინდრომის სხვა გამოვლინებით, სიმსუქნით, უნაყოფობითა და პოლიკისტოზურად შეცვლილი საკვერცხეებით. გვხვდება 20-30 წლის ასაკში.
დიაგნოზი ეყრდნობა ავადმყოფის ტიპიურ ჩივილებს; გინეკოლოგიური გამოკვლევისას ვლინდება საკვერცხეების ორმხრივი გადიდება. დიაგნოზის დაზუსტება ხდება მცირე მენჯის ორგანოების რენტგენოგრაფიით, ულტრაბგერითი გამოკვლევითა და ლაპარასკოპიით. ჰორმონული გამოკვლევისას ვლინდება 17-კეტოსტეროიდების (20 მგ/დღეში) და ანდროსტენდიოლის შემცველობის მომატება. ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტები მიუთითებენ ანოვულაციურ ციკლზე.
მკურნალობა. ყველაზე უფრო ხშირად მიმართავენ საკვერცხის რეზექციას. ოპერაცია ტრადება საშვილოსნოს გამოფხეკის შემდეგ (პათოლოგიურად შეცვლილი ენდომეტრიუმის მოცილება). ინიშნება ოვულაციის მასტიმულირებელი პრეპარატები.
პროგნოზი ჩვეულებრივ კეთილსაიმედოა – ნორმალური მენსტრუალური ციკლის აღდგენა აღინიშნება ავადმყოფთა 50-60%-ში; ორსულობა შედარებით იშვიათად დგება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1562 times by 760 viewers



