ლალი დათეშიძე
ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი – წარმოადგენს მეორად დაავადებას; წარმოიქმნება ტუბერკულოზის პირველადი კერიდან ინფექციის გავრცელებისას ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება საშვილოსნოს მილები, იშვიათად – ენდომეტრიუმი და საკვერცხეები, ძალიან იშვიათად საშვილოსნოს ყელი, საშო და ვულვა.
განასხვავებენ ექსუდაციურ, პროდუქტიულ და კაზეოზურ ფორმებს. გამოხატულია ზოგადი სიმპტომები: სისუსტე, ადინამია, ადვილად დაღლა, ჰიპოტონია, მადის დაქვეითება, ოფლიანობა, სუბფებრილიტეტი. მენსტრუალური ფუნქცია დარღვეულია: ხშირად ადგილი აქვს ჰიპოოლიგომენორეას, იშვიათად – აციკლურ სისხლდენას, ამეორეას ან ალგოდისმენორეას. როგორც წესი, ვითარდება პირველადი უნაყოფობა. ტკივილები ხშირად გაურკვეველია.
დიაგნოზის დასმაში გვეხმარება დაწვრილებითი ანამნეზი (მათ შორის კონტაქტი ტუბერკულოზით დაავადებულთან), კანქვეშა სინჯი, ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიური გამოკვლევა და სხვ. რენტგენოლოგიური გამოკვლევა (ჰისტეროსალპინგოგრაფია) იძლევა დამატებით მონაცემებს მილების რიგიდულობაზე, მათ გამტარობაზე და სხვ.
მკურნალობა. შრომისა და დასვენების სწორი ორგანიზაცია, სრულფასოვანი კვება, ვიტამინები. თუკი დიაგნოზი ისმება პირველადად, ტარდება სპეციფიკური ანტიბაქტერიული თერაპია უწყვეტი კურსით, 1 – 1,5 წლის განმავლობაში. მკურნალობა ტარდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერის ექიმის დაკვირვების ქვეშ. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი წამონაქმნების დროს.
პროგნოზი დროულად და ადეკვატურად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა; მენსტრუალური და გენერაციული ფუნქციის თვალსაზრისით – არაკეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1975 times by 960 viewers



