სახსრების კონტრაქტურა

სახსრების კონტრაქტურა arthrogenic [capsular] contracture

სახსრების კონტრაქტურა მოძრაობის შეზღუდვა სახსარში. თანდაყოლილი კონტრაქტურები იშვიათია. ისინი ვლინდება ტერფმრუდობის სახით. შეძენილი კონტრაქტურები შესაძლებელია იყოს ნევროგენული, ნერვული სისტემის დაავადების ან ტრავმის გამო, ან პოსტრავმული, სახსარშიგა ან სახსრის ირგვლივი დაზიანებების, ასევე რბილი ქსოვილების ტრავმების ან დამწვრობების შედეგად განვითარებული.

სახსრების კონტრაქტურა მკურნალობა ადრეული და კომპლექსურია: გამოიყენება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპია; ჩვენების მიხედვით ტარდება ოპერაციული მკურნალობა.

სახსრების კონტრაქტურა პროფილაქტიკა: პასიური და აქტიური ვარჯიში ნერვული სისტემის დაავადებების ან ტრავმების დროს.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები 


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..