ლალი დათეშიძე
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
ტრავმული ამოვარდნილობა – წარმოიქმნება სახსრის ძლიერი მექანიკური ტრავმის დროს. არსებობს დახურული ამოვარდნილობები და, შედარებით მძიმე, ღია ამოვარდნილობები, რომლის დროსაც სახსრის მიდამოში ვითარდება ჭრილობა.
სიმპტომები, მიმდინარეობა: სახსრის ტკივილი, აქტიური და პასიური მოძრაობების შეუძლებლობა და მისი დეფორმაცია. ამოვარდილობის მძიმე გართულებაა ახლომდებარე სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება. თუკი ამოვარდნილობა არ ჩასწორდა ტრავმიდან პირველი 2 საათის განმავლობაში, მას უწოდებენ მოძველებულს. მისი მკურნალობა (განსაკუთრებით ჩასწორება) საკმაოდ რთულია. ღია ამოვადნილობა ზოგჯერ რთულდება ჩირქოვანი ართრიტით.
დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური სიმპტომების საფუძველზე, ამასთან, აუცილებელია სახსრის რეტგენოგრაფია, ვინაიდან ამოვადნილობები ზოგჯერ შერწყმულია სახსრის ირგვლივ მოტეხილობებთან. რენტგენოგრაფია მნიშვნელოვანია ასევე ქვეამოვარდნილობის დიაგნოსტირებისათვის, რომელსაც ნაკლებ გამოხატული სიმპტომატიკა აქვს.
მკურნალობა. მსხვილი სახსრების ამოვადნილობის დროს აუცილებელია მათი იმობილიზაცია და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ სტაციონარში, სადაც ტარდება ჩასწორება და სახსრის იმობილიზცია არანაკლებ 3 კვირის ვადით; შემდგომში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა და ფიზიოთერაპიული პროცედურები. წვრილი სახსრების ამოვარდნილობების დროს, მაგალითად, მტევნის, ქვედა ყბის,- მას ასწორებენ ამბულატორიულ პირობებში. მოძველებული ამოვარდნილობების დროს ხშირად საჭირო ხდება ოპერაციული მკურნალობა.
პროგნოზი დროულად ჩასწორებული ამოვარდნილობის დროს და გართულებების არარსებობისას კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 819 times by 423 viewers



