ლალი დათეშიძე
ალკოჰოლიზმი – დაავადება, რომელიც განპირობებულია სპირტიანი სასმელების სისტემატური მიღებით; ვლინდება თრობისადმი მუდმივი მოთხოვნილებით, ფსიქიკის მოშლით, სომატური და ნევროლოგიური დარღვევებით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, სოციალური კავშირების დაკარგვით, პიროვნების დეგრადაციით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. წარმოიქმნება სპირტიანი სასმელების რეგულარული მოხმარების დროს; დაავადების მთლიანად ფორმირების დროსაც კი, იგი განაგრძობს განვითარებას, სასმელიდან თავშეკავების პერიოდშიც. ხასიათდება ოთხი სინდრომით, რომელთა თანამიმდევრობითი განვითარება განსაზღვრავს დაავადების სტადიას.
- შეცვლილი რეაქტიულობის სინდრომი: სპირტიანი სასმელებისადმი ამტანობის ცვლილება, დამცველობითი რეაქციების გაქრობა ალკოჰოლის დოზის გადაჭარბების დროს, სპირტიანი სასმელების სისტემატურად მიღების უნარი და მისი მოქმედების გაუკუღმართება, ამნეზია თრობის პერიოდში.
- ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი: დათრობისადმი ლტოლვა – ე. წ. ფსიქიკური აბსენსიური (აკვიატებული) ფსიქიკური დისკომფორტი ფხიზელ მდგომარეობაში და ფსიქიკური ფუნქციის გაუმჯობესება დათრობის დროს. ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი: ფიზიკური მოთხოვნილება დათრობისადმი, კონტროლის დაკარგვა მიღებული სპირტიანი სასმელის რაოდენობაზე, აბსტინენცია, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დათრობის დროს. ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგების სინდრომი ფსიქიკურ, ნევროლოგიურ, სომატურ სფეროებში და სოციალურ საქმიანობაში.
- ფსიქიკური შედეგები: ასთენია, ფსიქოპათიზაცია, პიროვნების დაქვეითება (გაუხეშება, ინტერესების, ფასეულობების დაკარგვა), აფექტური დარღვევები (ხასიათი ლაბილობა, დეპრესია, დისფორია) აგრესიულობითა და სუიციდური მიდრეკილებებით, შორს წასულ შემთხვევებში – დემენცია (ჭკუასუსტობა); დამახასიათებელი გამოვლინებაა – ე. წ. ალკოჰოლური იუმორი (უხეში, უტაქტო); შესაძლებელია მწვავე (დელირიული, ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომები) და ქრონიკული (ჰალუცინოზი, ეჭვიანობის ბოდვები, კორსაკოვსკის ფსიქოზი) ფსიქოზური მდგომარეობების განვითარება.
- ნევროლოგიური შედეგები: ტვინის მწვავე (ე. წ. დისცირკულაციურ-ტოქსიკური სიდრომები) – ეპილეპტოფორმული, გაიე-ვერნიკეს, ნათხემოვანი, სტრიოპალიდარული უკმარისობა; პერიფერიული ნევრიტები, მხედველობის, სმენის ნერვების ატროფია. სომატური შედეგები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის, კუჭის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის დარღვევები, თირკმლის, ენდოკრინული სისტემის, დარღვევები, იმუნური გამოფიტვა. დამახასიათებელია ტრავმატიზმი, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
დაზიანების მრავალსისტემურობა ყველა სპეციალობის ექიმს საშუალებას აძლევს დაისვას ალკოჰოლიზმის დიაგნოზი. შესაძლებელია მოხდეს მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზის განვითარება, რომლის დროსაც საჭიროა მისი სასწრაფო კუპირება ავადმყოფის დაძინებით (ვენაში ტიზერცინი, ელენიუმი და სხვ.); ამასთან აუცილებელია დეჰიდრატაცია და გულ – სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებაზე კონტროლი. პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების ხანდაზმულობაზე და სპირტიანი სასმელების ჭარბად გამოყენების ინტენსივობაზე, სუროგატების მიღებაზე. სიკვდილი დგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების დეკომპენსაციით, რაც უკავშირდება ე. წ. ,,ზაპოებს”, ექსცესებს, აბსტინენციურ მდგომარეობებს, ინტერკურენტულ დაავადებებს. ანტიალკოჰოლური მკურნალობა მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე აჩერებს დაავადების განვითარებას.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1443 times by 757 viewers



