ლალი დათეშიძე
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
კიდურების რეპლანტაცია – შესაძლებელი გახდა მიკროქირურგიის განვითარებასთან დაკავშირებით. განასხვავებენ მაკრორეპლანტაციას (კიდურის რეპლანტაცია სხივ-მაჯის ან ტერფ-წვივის სახსრების პროქსიმალური ამპუტაციის შემდეგ) და მიკრორეპლანტანციას (ამ სახსრების დისტალური ამპუტაციის, ასევე სკალპის, ყურებისა და სასქესო ასოს ამპუტაციის შემდეგ). მაკრორეპლანატაციის ტექნიკა კარგადაა შემუშავებული, ამასთან იშემიისადმი კუნთების ხანმოკლე ტოლერანტობა იწვევს მძიმე პოსტიშემიურ დარღვევებს კიდურში, ასევე ზოგად გართულებებს (ღვიძლისა და თირკმელების ტოქსიკური დაზიანებები). ამასთან, რაც უფრო პროქსიმალურად მოხდა ამპუტაცია, მით პრობლემურია მისი ფუნქციის აღდგენა. რეპლენტაციის ჩვენებაა – ამპუტაცია ქსოვილთა გამოხატული გაჭეჭყვის გარეშე. განსაკუთრებული ჩვენებაა დიდი თითის, წინამხრის ან მთელი ხელის ამპუტაცია. ამპუტირებული სეგმენტი სასწრაფოდ უნდა გაცივდეს 4 °С-მდე, რისთვისაც მას ათავსებენ პლასტიკურ პაკეტში, რომელსაც თავის მხრივ ათავსებენ მეორე პაკეტში ყინულიანი წყლით, გარედან ყინულით. ამპუტირებული ნაწილი არ უნდა ეხებოდეს ყინულს! შედეგად მატულობს იშემიის დრო 10 – 15 საათიდან 20 საათამდე და შესაბამისად რეპლანტაციის ეფექტურობა.
ოპერაციული ჩარევის გართულებებია: არტერიული და ვენური თრომბოზები, რომლებიც მოითხოვენ განმეორებით ოპერაციას. ოპერაციის შემდეგ ფრთხილ, აქტიურ და პასიურ მოძრაობებს იწყებენ მე-6-8 დღიდან
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 533 times by 299 viewers



