სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი) – ძვლის მოძრაობა მოტეხილობის შეუხორცებლობის გამო.

ეტიოლოგია: ინფექცია, ძვლის სისხლმომარაგების დარღვევა, ნატეხების მოძრაობა თაბაშირის ნაადრევი მოხსნის გამო; შედეგად მოტეხილობის ზონაში ნაცვლად ძვლოვანისა, ვითარდება შემაერთებელქსოვილოვანი და ხრტილოვანი ქსოვილი. ზოგჯერ ცრუ სახსარი შეიძლება იყოს თანდაყოლილი (ძვლის მუცელშიგა განვითარების დარღვევა).

სიმპტომები, მიმდინარეობა. ხშირია კიდურის გამრუდება ცრუ სახსრის დონეზე; ვლინდება ტკივილები, ფეხის საყრდენი ფუნქციის ან ხელის

ცრუ სახსარი

ფუნქციის მოშლა. ე. წ. უძრავი ცრუ სახსრის დროს ტკივილი და ფუნქციის მოშლა შეიძლება არ აღინიშნებოდეს. დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიურად.

მკურნალობა. ტკივილებისა და ფუნქციის დარღვევის დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.

პროფილაქტიკა: იმობილიზაციის ვადების დაცვა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 751 times by 370 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka