ლალი დათეშიძე
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
სინოვიტი – სახსრის სინოვიური გარსის ანთება, მასში ექსუდატის წარმოქმნით. ხშირად ზიანდება მუხლის სახსარი. წარმოიქმნება სახსრის ტრავმის, ასევე ართრიტის, ალერგიის, ჰემოფილიის დროს. ინფექციის მოხვედრისას ვითარდება ჩირქოვანი სინოვიტი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ სინოვიტს. მწვავე სინოვიტის დროს აღინიშნება ტკივილი, ადგილობრივი ტემპერატურის მომატება, ექსუდაცია სახსარში. ქრონიკული სინოვიტი ხასიათდება არამკვეთრი ტკივილით, სახსარში პერიოდული ექსუდაციით; ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ვითარდება მადეფორმირებელი ართროზი.
დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკის საფუძველზე, თუმცა სინოვიტის მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია. დიაგნოზის დაზუსტება ხდება სახსრის პუნქციით მიღებული სითხის გამოკვლევით.
მკურნალობა. გარდა ძირითადი დაავადების თერაპიისა, გამოიყენება სახსრის პუნქცია, იდება დამწოლი ნახვევი, იმობილიზაცია, ინიშნება ფიზიოთერაპია. მწვავე სინოვიტის დროს მკურნალობა ტარდება სტაციონარში.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1059 times by 565 viewers



