ლალი დათეშიძე
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
ტრავმული ამპუტაცია – კიდურის მთლიანი ან მისი ნაწილობრივი მოწყვეტა მექანიკური ძალით. განასხვავებენ სრულ და არასრულ ტრავმულ ამპუტაციას. არასრული ამპუტაციის დროს კიდურის მოწყვეტილი ნაწილი რჩება კანის, კუნთის ან მყესის ნაჭრის ტაკვით. ტრავმული ამპუტაცია წარმოიქმნება ხშირად ე. წ. რელსური ტრავმის დროს. სხვა მიზეზები შესაძლოა იყოს კიდურის გაჭიმვა მოძრავი მექანიზმით, ან მასზე დიდი ტვირთის დაცემა; ტრავმული ამპუტაციები ხშირია ომის პერიოდში ნაღმზე აფეთქებების დროს. ტრავმისადმი განსაკუთრებით რეზისტენტულია კანი და ძვალი. ტაკვის კანი ხშირად აშრევებულია ჭრილობიდან პროქსიმალურად. მოწყვეტისათვის დამახასიათებელია სეგმენტების ელემენტების მოცილება სხვადასხვა დონეებზე: მაგალითად ნერვების, სისხლძარღვების ტაკვი შესაძლებელია მდებარეობდეს ჭრილობიდან მნიშვნელოვნად პროქსიმალურად. ტაკვის გაჭიმული ან გაჭყლეტილი მაგისტრალური სისხლძარღვები, როგორც წესი, თრომბირებულია, სისხლმდენია მხოლოდ კუნთოვანი ტოტები და ძვლის სისხლძარღვები. ტაკვის ჭრილობა, როგორც წესი, ძლიერ დაბინძურებულია.
გართულებები. განსაკუთრებით ხშირი და საშიში გართულებაა ტრავმული შოკი. იგი მით უფრო მძიმეა, რაც უფრო პროქსიმალურადაა ტრავმული ამპუტაცია. განსაკუთრებით მძიმე შეუქცევადი შოკი წარმოიქმნება ორივე ბარძაყის ამპუტაციის დროს. შოკის სიმძიმეზე გავლენას ახდენს კიდურისა და შინაგანი ორგანოების სხვა ტრავმები. ამ უკანასკნელის დაზიანება შესაძლებელია დომინირებდეს კლინიკურ სურათში და ხშირად განსაზღვრავს პროგნოზს. სხვა ზოგადი გართულებები (თირკმელების მწვავე უკმარისობა, ცხიმოვანი ემბოლია, თრომბოემბოლია) მჭიდროდაა დაკავშირებული შოკის სიმძიმესთან, მისი მკურნალობის სრულყოფილებასთან და ტრავმის სიმძიმესთან. განსაკუთრებით ხშირია ჩირქოვან-სეპტიკური გართულებები: ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი ტაკვის ჭრილობაში, ოსტეომიელიტი, იშვიათად სეფსისი, ანაერობული ინფექცია ტაკვში, ტეტანუსი.
დიაგნოზი. ფასდება ტრავმის მექანიზმი, მიღებული ტრავმიდან გასული დრო, ზოგადი მდგომარეობის სიმძიმე, სისხლის დანაკარგის საორიენტაციო სიდიდე; ტარდება სხვა შესაძლო გართულებების წინასწარი დიაგნოსტირება. უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალურია კლინიკური სურათის, შოკის სიმძიმის, ამპუტაციის დონისა და ტაკვის სახის შეუსაბამობისას: კიდურის დისტალური სეგმენტების ტრავმული ამპუტაციის დროს, მძიმე შოკის განვითარება ტაკვის ქსოვილების გასრესის გარეშე, ყოველთვის ბადებს ეჭვს სხვა ლოკალიზაციის დაზიანებების არსებობაზე. თუკი ზოგადი მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, აუცილებელია ჩატარდეს ტაკვის რენტგენოგრაფია. პირველი დახმარება გულისხმობს ტრავმირებადი აგენტის მოცილებას, რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებას გულის ან სუთქვის გაჩერების დროს. შოკისა და სისხლდენის დროს, თუკი არის საშუალება, ტარდება ინტრავენური ინფუზიები პლაზმის შემცვლელებით. სისხლდენას აჩერებენ დამწოლი ნახვევით, მომჭერს იყენებენ მხოლოდ პროფუზული სისხლდენის დროს. შესაძლო რეპლანტაციისათვის ძალზე მნიშვნელოვანია სასწრაფო ევაკუაცია, ამპუტირებული კიდურის ტრანსპორტირების წესების დაცვა.
მკურნალობა ოპერაციულია. მისი ძირითადი მიზანია – სისხლდენის საბოლოო შეჩერება და სიცოცხლისუუნარო ქსოვილების მოკვეთა. ამასთან, ოპერაციული მკურნალობა ტარდება მხოლოდ ავადმყოფის შოკური მდგომარეობიდან გამოყვანისა და ჰემოდინამიკისა და სუნთქვის სტაბილიზაციის შემდეგ. ოპერაცია, რომელიც ტარდება ნარკოზის ქვეშ, მდგომარეობს კიდურის ამპუტაციაში, რომელიც ტარდება რაც შეიძლება დისტალურად. პროთეზირება შესაძლებელია 2-3 თვის შემდეგ ტაკვის ჭრილობის შეხორცებიდან.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 747 times by 348 viewers



