ნევროზები

ნევროზები neurosis

ნევროზები – ფსიქოგენიების განსაკუთრებით გავრცელებული სახე;  ხასიათდება ფსიქიკური დარღვევების პარციალურობით, მათდამი კრიტიკული დამოკიდებულებით, დაავადების შეცნობის შენარჩუნებით, სომატური და ვეგეტატიური დარღვევებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ნევროზების განვითარება ხდება სხვადასხვანაირად. ხანმოკლე ნევროზულ რეაქციებთან ერთად არაიშვიათად აღინიშნება ასევე მათი გახანგრძლივებული მიმდინარეობაც. ნევროზული რეაქციები წარმოიქმნება შედარებით სუსტ, მაგრამ ხანგრძლივად მოქმედ გამაღიზიანებლით, რომელიც იწვევს მუდმივ ემოციურ დაძაბულობას ან შინაგან კონფლიქტებს.
გარდა ფსიქოგენური ზემოქმედებისა, ნევროზების გენეზში დიდი როლი ეკისრება კონსტიტუციურ კუთვნილებას. გამოყოფენ სამ ტიპს: ნევრასთენია, აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი, ისტერია.

 ნევრასთენია (ასთენიური ნევროზი)

კლინიკურ სურათში პირველ ადგილზეა ასთენიური გამოვლინებები: ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლა, გაფანტულობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დასვენების მოთხოვნილება, რომელიც არ იძლევა სრულად აღდგენის შესაძლებლობას.
განსკუთრებით ტიპიურია ჩივილი ძალების გამოფიტვაზე, მხნეობის, ენერგიის არარსებობაზე, გუნებ-განწყობის დაქვეითებაზე, სისუსტეზე, ჩვეული დატვირთვების გადაუტანლობაზე. მომატებული ფსიქიკური გამოფიტვა შერწყმულია მეტისმეტ აგზნებასთან, ჰიპერესთეზიასთან. ავადმყოფები თავშეუკავებლები, ფეთქებადნი არიან, მუდმივად უჩივიან შინაგან დაძაბულობას;
სატელეფონო ზარები, მცირედი გაურკვევლობა, რომლებიც ადრე შეუმჩნეველი რჩებოდა, იწვევს მძაფრ ემოციურ რეაქციას, რომელიც სწრაფად ქრება და ხშირად მთავრდება ცრემლებით.
ყველაზე უფრო ხშირ ნევრასთენულ სიმპტომებს მიეკუთვნება თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, მრავალფეროვანი სომატურ-ვეგეტატიური დარღვევები (ჰიპერჰიდროზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი ორგანოების, სქესობრივი ფუნქციისა და სხვ. მოშლილობები).

 აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი

აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი ვლინდება მრავალრიცხოვანი აკვიატებებით, თუმცა თითოეული კონკრეტული ნევროზის სურათი შედარებით მონომორფულია. სხვა სახის ნევროზებთან შედარებით ახასიათებს გახანგრძლივებული მიმდინარეობა.
თუკი ამ დროს არ ხდება სიმპტომატიკის მნიშვნელოვანი გაფართოება, მაშინ ავადმყოფები თანდათანობით ეგუებიან ფობიებს, სწავლობენ იმ სიტუაციების თავიდან აცილებას, რომლის დროსაც წარმოიქმნება შიში;
ამგვარად დაავადება არ იწვევს ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებებს.

ისტერია

უმრავლეს შემთხვევაში კლინიკური სურათი წარმოდგენილია მოძრაობითი და სენსორული, ასევე ვეგეტატიური ფუნქციის დარღვევებით, რომლებიც ახდენენ სომატური და ნევროლოგიური დაავადებების იმტირებას.
მოძრაობითი დარღვევების ჯგუფს მიეკუთვნება, ერთის მხრივ ისტერიული პარეზები და დამბლები, ხოლო მეორეს მხრივ ჰიპერკინეზები, ტიკები, რიტმული ტრემორი, რომელიც ძლიერდება ყურადღების ფიქსაციის დროს და რიგი სხვა უნებლიე მოძრაობები.
ნევროზებს მიეკუთვნება აგრეთვე ნერვული ანორექსიის, ენაბლუობის, ენურეზის ზოგიერთი ფორმები.

მკურნალობა

ნევროზების მკურნალობა კომპლექსურია; მასში შედის თერაპია ფსიქოთერაპიული პრეპარატებით, ფსიქოთერაპია, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები, ფიზიოთერაპია. მედიკამენტოზური თერაპიის დროს ეფექტურია ტრანკვილიზატორები და სხვ.
შედარებით მძიმე შემთხვევაში ნაჩვენებია ტრანკვილიზატორების კუნთებში, ხოლო სტაციონარის პირობებში – ინტრავენური წვეთოვანი შეყვანა. ნევროზული რეაქციები უმრავლეს შემთხვევაში შექცევადია.

ნევროზებილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ნევროზი – ფსიქოგენიების განსაკუთრებით გავრცელებული სახე, რომელიც ხასიათდება:
➡️ ფსიქიკური დარღვევების პარციალურობით;
➡️ მათდამი კრიტიკული დამოკიდებულებით;
➡️ დაავადების შეცნობის შენარჩუნებით;
➡️ სომატური და ვეგეტატიური დარღვევებით
🕐 ხანმოკლე ნევროზულ რეაქციებთან ერთად არაიშვიათად აღინიშნება ასევე მათი გახანგრძლივებული მიმდინარეობაც
🧠 ნევროზული რეაქციები წარმოიქმნება შედარებით სუსტ, მაგრამ ხანგრძლივად მოქმედ გამაღიზიანებლით, რომელიც იწვევს მუდმივ ემოციურ დაძაბულობას ან შინაგან კონფლიქტებს
🔛 გარდა ფსიქოგენური ზემოქმედებისა, ნევროზების გენეზში დიდი როლი ეკისრება კონსტიტუციურ კუთვნილებას
💊 ნევროზების მკურნალობა კომპლექსურია:
✅ ფსიქოთერაპიული პრეპარატები;
✅ ფსიქოთერაპია;
✅ ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები;
✅ ფიზიოთერაპია;
✅ ტრანკვილიზატორები
👉 გაიგეთ მეტი სხვადასხვა სახის ნევროზზე სტატიიდან – https://bit.ly/3bnXYIO
#ნევროზი #ნევრასთენია #აკვიატებულიმდგომარეობებისნევროზი #ისტერია #ნევროზისსიმპტომები #ნევროზისნიშნები #ნევროზისმკურნალობა #ნევროზისმართვა #ნევროზიდაფსიქოზი #ფსიქოზი #ფსიქოთერაპია #ფიზიოთერაპია #ტრანკვილიზატორები #რაარისნევროზი #ნევროზისწამლები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფსიქიკური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.