სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ფსიქიკური დაავადებები

კატატონური სინდრომები – მიმდინარეობს მოძრაობის დარღვევების სიჭარბით – სტუპორით ან აგზნებით, ხშირად მათი ერთმანეთთან მონაცვლეობით. აღინიშნება შიზოფრენიის დროს, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს სიმპტომური და ორგანული ფსიქოზების დროსაც.

კატატონური სტუპორი ვლინდება უძრაობით, კუნთთა ტონუსის მომატებით, სრული გაჩუმებით (მუტიზმი). ერთ შემთხვევაში ავადმყოფი დიდხანს ინარჩუნებს მიღებულ პოზას (ცვილისებრი დრეკადობა), სხვა შემთხვევები ყოველგვარი მცდელობა იმისა, რომ ავადყოფმა შეიცვალოს პოზა, იწვევს მის მკვეთრ წინააღმდეგობას (ნეგატივიზმი), ამასთან ზოგჯერ ავადმყოფი ეწინააღმდეგება მისი გამოკვების მცდელობასაც.

კატატონური აგზნება – მოუხერხებელი მოსულელო ქცევა, გამოიხატება გრიმასულობით, არამოტივირებული სიცილით, უაზრო სტერეოტიპული მოძრაობებით, გარშემომყოფთა სიტყვებისა და მოძრაობების გამეორებით. ავადმყოფები არიან იმპულსურები, აგრესიულები, ადვილად გამოდიან წყობილებიდან, ახასიათებთ უეცარი წამოდგომა.

კატატონური სინდრომები იყოფა ონეიროიდულ და ლუციდურად. ონეიროიდული კატატონია მიმდინარეობს აგზნებით, ან ცვილისებრი დრეკადობით მიმდინარე სტუპორით და ხასიათდება გონების ონეიროიდული დაბინდვით. ლუციდური კატატონია ხშირად ვლინდება იმპულსური აგზნებით ან სტუპორით, რასაც თან ახლავს ნეგატივიზმი და შებოჭვა, მიმდინარეობს მკვეთრი კუნთოვანი დაჭიმულობითა და ერთი და იმავე პოზის (ხშირად ჩანასახის) ხანგრძლივი შენარჩუნებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1192 times by 499 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka