ლალი დათეშიძე
ამნეზიური (კორსაკოვსკის) სინდრომი – ფსიქოპათოლოგიური სიმპტომთკომპლექსი, რომელშიც წამყვანი ადგილი უკავია მეხსიერების მოშლას მიმდინარე მოვლენებზე. აღინიშნება ტვინის ორგანული დაზიანების დროს, რომელიც გამოწვეულია ინტოქსიკაციებით, ტრავმებით, ინფექციებით, ალკოჰოლური პოლინევრული ფსიქოზით (კორსაკოვსკის ფსიქოზი), სიმსივნეებით, ინსულტებით. ავადმყოფები ვერ იმახსოვრებენ გარემოებებს, გარშემომყოფ პირებს, ვერ ორიენტირდებიან დროსა და სივრცეში, არ ახსოვთ ვის ელაპარაკებოდნენ სულ მცირე ხნის წინ, რას აკეთებდნენ, მაგრამ შეუძლიათ მოყვნენ მოვლენების შესახებ, რომლებიც თითქოსდა მოხდა და რომლებიც სინამდვილეში არ ყოფილა (კონფაბულაციები). გარეგნულად ავადმყოფები მოწესრიგებულნი არიან. თუმცა აღენიშნებათ ადინამია და არიან უინიციატივონი; გუნებ-განწყობა ხშირად განურჩეველია, ზოგჯერ დათრგუნულია, აღინიშნება სისუსტე, გადაღლილობა, გაღიზიანებადობა; რიგ შემთხვევებში – ამაღლებული განწყობა (ეიფორია). აზროვნება განპირობებულია მხოლოდ გარეგნული შთაბეჭდილებებით. მიუხედავად ამისა, ავადმყოფებს უნარი აქვთ მსჯელობის, დასკვნებს გაკეთების, თუკი საჭირო არ არის მიმდინარე მოვლენების გახსენება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 993 times by 588 viewers



